logo_geo
„ჩვენ ვენდობით გამოძიებას“ - წმინდა სინოდის განჩინება დეკანოზ გიორგი მამალაძეზე
- +

10 მარტი. 2017. 02:25



წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელიც საზოგადოებას წმინდა სინოდის სხდომის მდივანმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა გააცნო ნათქვამია, რომ სინოდი ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ პროცესი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება. განჩინებაში აღნიშნულია, რომ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად მეუფეებმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზეც იმსჯელეს.


„კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეეხო ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს, მან მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას  მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, წნიმდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს, ითქვა რომ მიტორპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათთვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს, რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებას

 

წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზე, განაჩინეს, წმინდა სინოდი ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო იგი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება", - ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში.


 

big_banner
არქივი