logo_geo
„სინოდის სხდომა, საეკლესიო სამართალი და გაცხადებული განჩინება - 2017 წლის 9 მარტის ფოტოქრონიკა“
- +

10 მარტი. 2017. 03:20


 

2017 წლის 9 მარტი - სინოდის სხდომა ზუსტად12:00 საათზე დაიწყო. სინოდის 47 წევრი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას უნდა დასწრებოდა. ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რამდენი წევრი დაესწრო სინოდის სხდომას.


სინოდის სხდომის მეთაური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბრძანდებოდა. სხდომის მდივნად კი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო დაინიშნა. მეუფეები, რომლებიც პატრიარქის გერმანიაში ყოფნის დროს მედიასთან მათთვის უჩვეული სიტყვაუხვობით გამოირჩეოდნენ, დღეს დუმილის უფლებას იყენებდნენ. გამონაკლისი, მხოლოდ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი მეუფე დოსითეოზი, რუსთავის მიტროპოლიტი მეუფე იოანე  და ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი აღმოჩნდა.


სინოდის სხდომის ქრონოლოგია "აიპრესის" ფოტოქრონიკაში:

 

 

მეუფე ანტონი სინოდის სხდომის დაწყებამდე: ქვეყანაში ვის უნდა დაუჯერო, თუ არა პროკურატურას?!

 

 

 

მეუფე იოანე სინოდის სხდომის დაწყებამდე: საპატრიარქოში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს

 

 

მეუფე დოსითეოზი სინოდის სხდომის დაწყებამდე: ყველაფერს სიბრძნით უნდა მიუდგე და არა ემოციურად

 

 

მეუფე პეტრე სინოდის სხდომის დაწყებამდე: მომხრე ვარ, საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დასასჯელი დაისაჯოს

 

 

2017 წლის 9 მარტი. თბილისი. საპარიარქო. 12:00 საათი. სონოდის სხდომა დაიწყო

 

 

სინოდის სხდომა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა...

 

 

სინოდის გადაწყვეტილება: არ გაკეთდეს კომენტარი მედიასთან! გათავისუფლდეს მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან!

 

 

მეუფე პეტრე სინოდის სხდომის შემდეგ: სინოდის სხდომაზე სამართალი მიკერძოებული იყო!

 

 

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არცერთ სასულიერო პირს არ გაუკეთებია

 

 

სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობი საპატრიარქოს ეზოში მეუფე გრიგოლთან ერთად გამოჩნდა

 

 

სინოდის განჩინება დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: ჩვენ ვენდობით გამოძიებას...

 

 

სინოდის განჩინება: მეუფე პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს!

 

 

ფოტოების ავტორი: ირმა მესხი

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი