logo_geo
9 მარტს ტარას შევჩენკოს დაბადების დღეა
- +

9 მარტი. 2017. 11:57



„1814 წლის 9 მარტს დაბადებულა (მე ვიტყოდი) ყველაზე გენიალური უკრაინელი, დიდი მწერალი და კიდევ უფრო დიდი მხატვარი ტარას შევჩენკო. ბევრმა არც კი იცის, რა მხატვრული შედევრები აქვს შექმნილი ამ დიდ მწერალს, რომელიც დამსახურებულად ითვლება თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ერის სიმბოლოდ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა ფირცხალავა წერს.


„14 წლის ობოლი ტარასი, თავის ბატონ - ვასილი ენგელგარდტთან ერთად, პეტერბურგში ჩავიდა. იქ გაიცნო ბრიულოვი, ვენეციანოვი, ჟუკოვსკი და სხვა ცნობილი ადამიანები, რომელთა დიდი მეცადინეობითაც ბატონის „კლანჭებიდან" გამოისყიდეს და მალე სამხატვრო აკადემიაშიც ჩააბარა. იგი დიდი კარლ ბრიულოვის მოწაფე გახდა და სწორედ პეტერბურგში გაიფურჩქნა შევჩენკოს მხატვრული ნიჭი.

 

3 წლის წინ უკვე გაგაცანით ტარას შევჩენკოს ფერწერული ტილოები, დღეს კი მის გრაფიკას, გრავიურებს და ოფორტებს შემოგთავაზებთ. მისი მკაცრი სახის შემხედვარეს, გაგიკვირდებათ ის სილამაზე და ჰაეროვნება, რაც მის ნახატებშია გადმოცემული.

 

47 წლის ტარას შევჩენკო პეტერბურგში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. 2 თვის შემდეგ, მისი ანდერძის თანახმად, იგი მშობლიური უკრაინის მიწას მიაბარეს", - წერს ფირცხალავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი