logo_geo
თავდაცვის მინისტრმა იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო
- +

25 თებერვალი. 2020. 14:21

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკერები კიდევ ერთხელ გაიხსენა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. იუნკერები 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

 

 

big_banner
არქივი