logo_geo
არის თუ არა კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღი
- +

27 თებერვალი. 2020. 13:07

 

ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანიდან გავრცელებულ მომაკვდინებელ კორონავირუსს მსოფლიო მედია აქტიურად აშუქებს. ამერიკის და ისრაელის პრესა კი, წერს, რომ ვირუსი – ხელოვნური და საბრძოლოა.

  

უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი 2018 წელს გაიხსნა, ლაბორატორიას უსაფრთხოების უმაღლესი - მეოთხე დონე მიაკუთვნეს. ლაბორატორიაში ექსპერიმენტები ყველაზე საშიშ მიკროორგანიზმებთან ტარდებოდა, რომლებსაც მომაკვდინებელი დაავადებების გამოწვევა შეეძლოთ, მაგალითად, ებოლას და სხვა.

 

მედია აღნიშნავს, რომ მეოთხე დონის ლაბორატორიები მსოფლიოში ძალიან ცოტაა. მუშაობის პირობები და უსაფრთხოების ზომები – უმკაცრესია. მკვლევარები ვალდებულები არიან, ლაბორატორიაში შესვლამდე ტანსაცმელი გამოიცვალონ, დეზინფექციური შხაპი მიიღონ დანადგარებთან შეხებამდე და მას მერე. ლაბორატორიაში თანამშრომლებს მხოლოდ ჰერმეტულ სკაფანდრებში უშვებენ, რომლებშიც გაწმენდილ ჰაერს უშვებენ.

 

ინსტიტუტის ასაშენებლად 44 მლნ დოლარი გამოიყო, რაც ჩინეთისთვის ძალიან დიდი თანხაა.

 

BSL-4 ტიპის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის შექმნის იდეა, ჩინეთის ხელისუფლებას 2002-2003 წელს გაჩენილი ატიპური პნევმონიის შემდეგ გაუჩნდა, რომელმაც 800-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. მაშინ გადაწყდა, რომ შეიქმნება ცენტრი, რომელიც ახალ ვირუსულ დაავადებებთან დაიწყებს ბრძოლას, ასევე შეინახავს ე.წ. გაწმენდილი ვირუსების შტამებს.

 

მედია უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტზეც ამახვილებს ყურადღებას,

 

როგორც გამოცემები წერენ, აღნიშნული ინსტიტუტი მხოლოდ საშიში დაავადებების საწინააღმდეგო მედიკამენტების მოძიებით არ იყო დაკავებული. ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის შექმნის საიდუმლო პროგრამებში მონაწილეობდა.

 

რადიო „თავისუფალმა აზიამ“ უხანში 2015 წელს გაკეთებული რეპორტაჟის რეტრანსლირება მოახდინა, სადაც ლაბორატორიაზეა საუბარი.

 

რეპორტაჟში ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი დენი შოხამი, რომელიც ჩინეთის ბიოლოგიურ პროგრამას სწავლობდა და ფლობს სამედიცინო მიკრობიოლოგიის დოქტორის ხარისხს, აცხადებს, რომ უხანის ინსტიტუტი პეკინის ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო პროგრამასთან არის კავშირში. მისი თქმით, ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობა ორმაგი - სამხედრო-სამოქალაქო კვლევის ფარგლებში ტარდება და არის მთლიანად გასაიდუმლოებული.

 

ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინჰუამ“ ექსპერიმენტებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უხანის ინსტიტუტში, ჯერ კიდევ 2018 წელს ტარდებოდა კორონოვარიუსთან დაკავშირებული კვლევები, რომლებიც ღამურების ორგანიზმში იპოვეს.

 

„შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ღამურების იმუნური მექანიზმების კვლევით, რომლებსაც შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში ვირუსების გადამტანი იყვნენ და ამ დროს თავად არ იყვნენ დაავადებული, მსოფლიო ლიდერებში შევედით. არსებობს იმედი, რომ ვირუსების გადამტანი ღამურები ადამიანებსაც ასწავლიან, როგორ უნდა შეეწინააღმდეგონ ვირუსებს“, – ნათქვამია მასალაში.

 

უხანის ინსტიტუტში კვლევას 35 წლის ჩჟოუ პენი ატარებდა, რომელმაც მოგვიანებით ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალში „Nature“-ში გამოაქვეყნა. ის სწავლობდა კორონავირუსს, რომლის გადამტანი ღამურები იყვნენ, გოჭებში კი მომაკვდინებელ დიარეას იწვევდა.

  

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მკვლევარები ამბობენ, რომ ადამიანის დამარცხებამდე ვირუსს მუტაცია უნდა განეცადა, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ შეცვლილიყო, რომ ამჯერად ადამიანიდან ადამიანზე გადასულიყო. ჩინეთის ჯანდაცვის კომისიაში აცხადებდნენ, რომ ვირუსს მუტაცია შეუძლია, რაც მისი გავრცელების რისკს ზრდის.

 

კორონავირუსის სავარაუდო გადამტანად ღამურები დასახელდნენ, რომლისგანაც უხანში ცნობილ სუპს ამზადებენ. დელიკატესი, ასევე ადგილობრივ ზღვის პროდუქტების ბაზარში იყიდებოდა, რომელსაც ვირუსის გამავრცელებელ ადგილად ასახელებენ.

 

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ექსპერტებმა, ბაზრიდან 585 ნიმუში აიღეს. 33 მათგანში ახალი კორონავირუსი დადასტურდა.

 

 

 

აღსანიშნავია, ასევე, ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი რაიმე სახის შემტევი ბიოლოგიური იარაღის ფლობას უარყოფდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ვაშინგტონი ეჭვობს, რომ ჩინეთი „ფარულ ბიოლოგიურ ომს“ აწარმოებს.

 

ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, ჩინეთში ინტერნეტში დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს ვირუსის გავრცელება აშშ-ის შეთქმულების ნაწილია, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ბიოლოგიურ იარაღს იყენებს. მისი აზრით, აღნიშნული ცნობების გავრცელება შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ სახელმწიფო პროპაგანდისტულ სააგენტოებს ამზადებენ იმისთვის, რომ მომავალში ჩინეთის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან გამკლავება მოხდეს.

 

ამასთან, რატგერის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა, რიჩარდ ებრაიტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ამჟამად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ უხანის ინსტიტუტს კავშირი ჰქონდეს ვირუსის აფეთქებასთან.

 

 

big_banner
არქივი