logo_geo
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 278-ს მიაღწია
- +

9 მარტი. 2020. 13:13

 

 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 278-ს, ლეტალური შემთხვევების რიცხვმა კი 3-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ  BBC  ავრცელებს.

 

პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საგანგებო სამთავრობო კომიტეტის სხდომას გამართავს, რომელზეც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასატარებელი ღონისძიებები იქნება განხილული.

 

არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში მასობრივი ღონისძიებები აკრძალოს, სასწავლო პროცესი შეაჩეროს, კომპანიებს კი დისტანციურ რეჟიმში მუშაობაზე გადასვლა ურჩიოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი