logo_geo
„საუკეთესო გზა სახლში დარჩენაა“ – იტალია კარანტინში ექცევა
- +

10 მარტი. 2020. 13:18

 

იტალია საკარანტინო ზომებს აფართოებს – ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრები აიკრძალება.

 

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ზომები სამშაბათს ამოქმედდება. მისი თქმით, იტალიის მოქალაქეებისთვის საუკეთესო გზა ამ შემთხვევაში სახლში დარჩენაა. იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გავლენ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, გაუქმებულია ყველა სპორტული ღონისძიება.

 

ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით იტალიაში 9 172 ადამიანია დაინფიცირებული. დაიღუპა 463 ადამიანი, განიკურნა – 724.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი