logo_geo
ზიარების კოვზიდან ინფექცია არ ვრცელდება
- +

20 მარტი. 2020. 20:58

 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ზიარების კოვზიდან ადამიანებში კორონავირუსის ინფექცია გავრცელდეს.

 

„მე ასე მიმაჩნია და სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ შეუძლებელია ზიარების კოვზიდან ადამიანს ინფექცია გადაედოს. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ცვლილება არ იქნება”, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

 

მისი თქმით, შეძლებისდაგვარად ყველა ტაძართან ახლოს მოხდება მღვდელმსახურების გახმოვანება, რათა მრევლმა მიმდებარე ტერიტორიაზე წირვა მოისმინოს.

 

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდმა საგანგებო სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საპატრიარქოს მიერ მისაღები ზომების შესახებ იმსჯელა. რა გადაწყვეტილება მიიღო წმინდა სინოდმა ზიარების წესთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი