logo_geo
ვრცელდება ინფორმაცია ბათუმში ახალი ინფიცირებულების შესახებ
- +

23 მარტი. 2020. 23:57

 

 

ინფიცირების ყველა შემთხვევა უკავშირდება აჭარაში უცხოეთიდან ჩამოსულ პირებს - ბათუმში კორონა ვირუსით ინფიცირებული ექვსი პირი იმყოფება

 

 დღეს ბათუმში კორონა ვირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთი - ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

 

ბათუმში ინფიცირების ექვსი დადასტურებული შემთხვევაა. სამი ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ მომენტისათვის საქართველოში 61 დადასტურებული შემთხვევაა, 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 3  320 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

 

 

მიქელაძის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე თავის ქვეყანაში ჩატარებული ჰქონდა ტესტი კორონა ვირუსზე, აქ ჩამოსვლის შემდეგ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში. თავისი ქვეყნიდან პასუხის მიღების შემდეგ, რომ კორონა ვირუსზე ტესტის პასუხი დადებითია, მაშინვე მიმართა მედიკოსებს. ევროპის ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ აგზავნის სპეციალურ რეისს თავისი მოქალაქის გასაყვანად. უცხო ქვეყნის მოქალაქე გვიან ღამით, თავის სამშობლოში დაბრუნდება.

 

„მეორე მოქალაქეს ამერიკისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს, მას არანაირი საეჭვო ნიშანი არ ჰქონია, გადაყვანილი იყო თვითიზოლაციის რეჟიმზე. შემდეგ მას დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შემდგომში კორონავირუსი დაუდასტურდა“, - განაცხადა მიქელაძემ.

 

 

მესამე ინფიცირებულიც დღეს უცხოეთიდან არის ჩამოსული, მისი მოგზაურობის ისტორიას ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი