logo_geo
ფილარმონია, მერია, მეიდანი - თბილისში მრავალსართულიანი პარკინგი 10 ლოკაციაზე მოეწყობა
- +

14 მარტი. 2017. 19:31


 

ფილარმონია, მერია, მეტროსადგურები - ეს იმ ლოკაციების არასრული ჩამონათვალია, სადაც დედაქალაქის მერია მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობას გეგმავს.


დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ამ კუთხით თბილისში მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე დასრულდა.


„მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობა ქალაქის ყველაზე დატვირთულ 10 ადგილში იგეგმება. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე დასრულებულია.

პარალელურად მზადდება დოკუმენტი, რომლითაც დაინტერესებული კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. საუკეთესო წინანდადების მქონე კომპანიებს კი მრავალსართულიანი პარკინგების აშენების შესაძლებლობა მიეცემათ", - აცხადებს ნარმანია.


მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის მშენებლობა - რკინიგზის სადგურთან, ფილარმონიასთან, ისნის მეტროს მიმდებარედ, მერიასთან, მეიდანზე, მეტრო "ახმეტელთან" და სხვა ადგილებში იგეგმება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი