logo_geo
მიშა ფეიქრიშვილი: ყველა - ბავშვობიდან კი არა, სოფლებიდან მოვდივართ!
- +

14 მარტი. 2017. 21:46



„დედა თბილისელია, ხშირად მიწევდა ბავშვობაში თბილისში ჩამოსვლა და შესაბამისად, არ გამჭირვებია თბილისთან შეგუება მას მერე, რას სასწავლებლად ჩამოვედი. არასდროს არ განმიხილია თბილისის გარეშე ცხოვრებაც კი."-ამბობს ჟურნალისტი მიშა ფეიქრიშვილი.


„როგორც ჩამოსულს, არ გამჭირვებია თავის დამკვირდების პროცესიც. სხვათა შორის, უნივერსიტეტში კურსი შედგებოდა ჩამოსულებით და ვხუმრობდი - ყველა ბავშვობიდან კი არა, სოფლებიდან მოვდივართ-თქო. იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენ მოგვიწია იმათზე 10-ჯერ  მეტის გაკეთება, ვიდრე იმათ, ვინც თბილისში დაიბადა და გაიზარდა,  ალბათ, ამან მოგვცა ბიძგი, რამე ღირებული შეგვექმნა.

 

სოფლური გულწრფელობა აღმაფრთოვანებს. სოფლებში და რეგიონებში განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ცხოვრობენ. სოფელი ძალიან დიდ სულიერ საზრდოს მაძლევს. ზოგჯერ, ძალიან რომ გადავიღლები, ვნატრობ ხოლმე, ერთი ბუჩქი მაინც დავინახო. ალბათ, ეს სოფლური მიწის ყივილია..."

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

 


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=5278

 

big_banner
არქივი