logo_geo
მიშა ფეიქრიშვილი: იყო ჟურნალისტი, ნიშნავს, წახვიდე ჯარში...
- +

14 მარტი. 2017. 22:25


 

„ჩემი პროფესია, ჩემი პირველი და უკანასკნელი არჩევანია. ჯერ კიდევ ბავშვობაში გადავწყვიტე, რომ ეს საქმე მინდოდა მეკეთებინა. ვფიქრობ, მაშინ ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ტელევიზიამ და ტელევიზორისადმი ჩემმა დამოკიდებულებამ. მთელი ბავშვობის მანძილზე, მუდმივად დაინტერესებული ვიყავი მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. დღესაც კი, ბევრი რამ მახსოვს თარიღებით..."-იხსენებს ჟურნალისტი მიშა ფეიქრიშვილი.


„თითქოს, წლების წინ დავიწყე მზადება ამ პროფესიისთვის, ასე გამოდის... სხვანაირად, ნორმაში არ ჯდება, რატომ უნდა უყუროს და იკითხოს გაზეთებში მეექვსეკლასელმა ბიჭმა პოლიტიკური  ამბები. გავიდა წლები და მერე მივხვდი, რამხელა  ფასი ჰქონდა იმ წლებს, იმ წლებში მიღებულ ინფორმაციას. მართალია, ბევრ რამეს ამოიკითხავ ისტორიაში, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც საკუთარი თვალით გინახავს და გახოვს, რა ხდებოდა 15-20 წლის წინ. ეს საკითხი ყოველთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო და არის დამწყებ ჟურნალისტებში - რთულია მუშაობა, როცა არ გახსოვს კონკრეტული პოლიტიკოსების ბექგრაუნდები და ა.შ.      

 

იყო ჟურნალისტი, ნიშნავს, წახვიდე ჯარში. არასდროს იცი, რით იწყებ და ამთავრებ დღეს. 5 დღით ადრე როდესაც მპატიჟებენ ხოლმე სადმე, არ  ვიცი, რა პასუხი გავცე, იმიტომ, რომ 5 დღით ადრე კი არა, 5 საათით ადრე არ ვიცი,  სად ვიქნები 5 საათის შემდეგ, მაგრამ სწორედაც ეს არის ჩვენი პროფესიის ადრენალინი. კიევში დაძაბულობა რომ იყო, კვირა დღეს ქუთაისში წავედი, პარლამენტის სხდომაზე - თეთრი პერანგით... უცებ გადაწყდა, რომ კიევში უნდა წავსულიყავი. ბილეთები ისე იყო დაჯავშნილი, რომ სახლში შესვლასაც ვერ ვასწრებდი - თბილისში, პირდაპირ აეროპორტში მიწევდა მისვლა. ასე აღმოვჩნდი 20-გრადუსიან ყინვაში თეთრი პერანგით, ფერადი პულოვერით და თხელი ქურთუკით."


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=5278


 

big_banner
არქივი