logo_geo
„უნივერსალური ჟურნალისტები გვყავს - ერთ დღეს ომს აშუქებენ, მეორე დღეს ლარის კურსზე ლაპარაკობენ“...
- +

15 მარტი. 2017. 00:19


 

„არ ვიქნები კოლეგიალური და ვიტყვი, რომ უზრდელი ჟურნალისტებიც არსებობდნენ და დღესაც არსებობენ.  მე მგონია, რომ გამოვლენილი უზრდელობა, არის ერთგვარი თავის დაცვა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც უზრდელობს. უზრდელი ჟურნალისტი - ვერასდროს იქნება პროფესიონალი. ბევრი ფიქრობს, რომ ჟურნალისტი აუცილებლად უნდა იყოს უზრდელი. არადა, არ არის ასე. ნამდვილად არ არის საჭირო, იმისთვის, რომ შენი საქმე კარგად აკეთო, ვინმეს ეუზრდელო. მორიდებული ჟურნალსიტებიც ძალიან კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას",-ამბობს  ჟურნალისტი მიშა ფეიქრიშვილი „ქართულ აზრთან" საუბრისას.


„14 წელია ჟურნალისტად ვმუშაობ. მიუხედავად ყველაფრისა, ქართულ ჟურნალისტიკას რომ ვუყურებ და  ვადარებ დასავლურ მედიას, არ ვფიქრობ, რომ სასტიკ და ცუდ ვითარებაში ვართ. ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, ძალიან ბევრი რამ გადაგვხდა თავს და თამამად შემიძლია ვთქვა - ქართველი ჟურნალისტები ბევრი ქვეყნის ჟურნალისტებზე უფრო მომზადებულიც არიან. ჩვენ, სხვებისგან განსხვავებით, უნივერსალური ჟურნალისტები გვყავს - ერთ დღეს ომს აშუქებენ,  მეორე დღეს ლარის კურსზე ლაპარაკობენ. ასე არ არის უმეტეს ქვეყნებში - ძირითადად, ვიწრო პროფილით მუშაობენ.

 

დღეს, არ ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ვიხარჯები, ვფიქრობ, მეტიც შემიძლია. 14 წელია ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებ და ისე ვარ, როგორც ავტომატი, ავტომატურად ვაკეთებ უკვე ყველაფერს... მაგრამ არ მინდა პროფილის შეცვლა. ვფიქრობ, ამ სფეროში ჯერ არ ამომიწურავს თავი. ახლა 35 წლის ვარ, 21 წლის ვიყავი, ჟურნალისტობა რომ დავიწყე. მაშინ რომ წარმომედგინა, 35 წლის კაცი მიკროფონით დარბოდა - ვიფიქრებდი, ამხელა კაცი რამ გააგიჟაო."

 

 

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=5278

 

 

 

big_banner
არქივი