logo_geo
მიშა ფეიქრიშვილის მშვიდი ცხოვრების ფორმულა
- +

15 მარტი. 2017. 02:35



კითხვას - ვინ არის მიშა ფეიქრიშვილი? - ჟურნალსიტი, „ქართულ აზრთან" საუბრისას ასე პასუხობს:


„მიშა ფეიქრიშვილი არის ერთი გულწრფელი ადამიანი, რომელსაც არადროს არავისი არ შურს და აუცილებლად უხარია სხვისი ბედნიერება.

 

როდესაც სხვისი ცხოვრება გტანჯავს, ვერც განვითარდები და ვერც გაიხარებ. როდესაც გიხარია სხვისი წარმატება, წარმატებუალდ მიდის შენი ცხოვრებაც. ან რატომ არ უნდა გიხაროდეს, ვინემ რამე წაგართვა, შენი მიისაკუთრა?!  გაზიარებული სიხარული - 10-ჯერ მეტი სიხარულია და გაზიარებული მწუხარება - ნახევარი მწუხარება. გაახარე და გაიხარე.

 

ზოგადად, ადამიანებისგან არ ვითხოვ ბევრს და, ალბათ, ამით ბევრ იმედგაცრუებას ვირიდებ თავიდან. არ ვართულებ ცხოვრებას  და მიყვარს ადამიანებთან მარტივი ურთიერთობები. ყველას ვურჩევ, რომ პრობლემები დაახურდავონ 10-თეთრიანებად და  მარტივად შეხედონ ყველაფერს. არ მჩვევია ნერვიულობა. ვერ ვნერვიულობ. მირჩევნია, გამოსავლის ძიებაზე გადავიდე. ცხოვრება იმდენად მშვენიერია, იმდენად მაგარია, იმდენად  მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა, რომ როგორ შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავვარდე.

 

არ მიყვარს წარსულს გამოკიდებული ადამიანები. საერთოდ ასეა, ვინც წარსულით ცხოვრობს, არ აქვს მომავალი და არ მიყვარს წარსულზე საუბარი -„რა კარგი დრო იყოს" კონტექტსტში. მე მგონია, რომ ყოველთვის კარგი დროა.

 

და კიდევ -  არ ვივიწყებ იუმორს. ვფიქრობ, სადაც არის იუმორი, იქ არის ცხოვრების ხალისიც. თუკი ადამიანს არ გააჩნია იუმორი, არ შემიძლია ასეთ ადამიანთან ურთიერთობა.

 

გული  მწყდება, რომ ადამიანებს დღეს აკლიათ მოსმენის უნარი. არ ვუსმენთ ერთმანეთს.

 

ასევე, ადამიანებს აკლიათ ღიმილი, ეს ძალიან თვალშისაცემია და მაწუხებს. მაგრამ ალბათ, ამასაც აქვს თავისი მიზეზები, ადამიანები გავიფლანგეთ ჩვენს პრობლემებში. იმდენად არის დამძიმებული ყოველდღიურობა, რომ ვეღარ უსმენ და ვეღარ იმძიმებ თავს სხვისი პრობლემებით...."



ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=5278

 

big_banner
არქივი