logo_geo
დიმა ობოლაძე: მივიღე შემოთავაზება, მეკეთებინა ჩემი საქმე...
- +

16 მარტი. 2017. 00:57



სპორტული ტელეწამყვანი დიმა ობოლაძე „რუსთავი 2"-ს ტოვებს და სამუშაოდ „იმედში" გადადის. ამის შესახებ ინფორმაცია „პირველს" ობოლაძემ დაუდასტურა.


„ვადასტურებ, ნამდვილად გადავდივარ „იმედზე". შეთავაზება „იმედიდან" მივიღე.  მიზეზია ის, რომ მივიღე შემოთავაზება, მეკეთებინა ჩემი საქმე. ნორმალური პირობებია. სამსახური შევიცვალე უბრალოდ. მესმის, რომ ხმაური მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას, რადგან 21 წელზე მეტია „რუსთავი 2"-ში ვარ, ალბათ მაგიტომ. მიზეზები მეტი არაფერია. გამიჭირდა ძალიან ამ გადაწყვეტილების მიღება",- განაცხადა ობოლაძემ.


რაც შეეხება გადაცემის ფორმატს, ობოლაძის თქმით, თავდაპირველად ის სპორტული ინფორმაციების ბადეს ააწყობს.


„ფორმატი არის სპორტის ამბების აწყობა, იგმება სპორტული  გადაცემაც, რომელსაც სავარაუდოდ, მე წავიყვან",- აღნიშნა ობოლაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი