logo_geo
მერაბ ჭიქაშვილი: მიხეილ სააკაშვილის დროს პატრულს გაუბედავდით იმას, რასაც ახლა უბედავთ?!
- +

16 მარტი. 2017. 01:57


 

„მიხეილ სააკაშვილის დროს როინ შავაძე რომ დახვრიტეს ქუჩაში, მაშინ სად იყვნენ, რატომ არ გამოვიდნენ ქუჩაში და რატომ არ აპროტესტებდნენ? გაიხსენეთ, ძალინ ცოტა ადამიანი რომ ვაპროტესტებდით ამას, მაშინ სად იყო მთელი ბათუმი, სად იყავით?", - აღნიშნა მსახიობმა მერაბ ჭიქაშვილმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე „მარშალპრესთან" საუბარში.


„მიხეილ სააკაშვილის დროს პატრულს გაუბედავდით იმას, რასაც ახლა უბედავთ? ძველი ბიჭები ხართ, თუ რა კონტექსტში უნდა მოგიხსენიოთ, მაშინ გაგებედათ პოლიციელებისთვის იგივე, გეგეჭკორისთვის გაგებედათ, თუ ასეთი მაგარი ბიჭები არიან, ასე ებლატავათ მაშინ პატრულის თანამშრომლებისთვის. ხელისუფლებას მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ისე არ მოექცნენ ბიჭებს, როგორც სააკაშვილი მოექცა. მე რა ვნახე იცით, "ოცნების" ხელისუფლების დროს? - მარნეულში დავგატეხილი პოლიციელი და ბათუმში 11 დავგატეხილი პოლიციელი, ეს არის განსხვავება, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს საჭიჭყინო, რომ ხელისუფლება უგუნურია. მათ ეს ყველაფერი ბოლომდე საქმით უნდა დაამტკიცონ. სიმართლე უნდა გავიგოთ, რა მოხდა რეალურად, თუ უნდა გაუვიდეთ ეს საქციელი? მაშინ, რა დავაშავეთ მე და ჩემმა მეგობრებმა? თვითონ ეკა ბესელიამ გაიხსენა, 15 ივნისის აქციაზე, (მაშინდელი მთელი ოპოზიცია გვერდით გვედგა), ბანერის გაშლაც ვერ მოვასწარით, რომ გვეთქვა რას ვიცავდით, ისე დაგვხოცეს ცემით... ზურაბ აბაშიძე მოკლეს ცემით, ირმა ინაშვილს ხელი მოსტეხეს, ძალიან ბევრი ცემეს და ასე გაგვიშვეს ციხეში. დედაჩემი ტეევიზიით ისმენდა ზღულაძისგან, რომ თურმე კრიმინალი ვიყავი და მე ცაგურიას და მესხს გვეძებდნენ. მოდით შევადაროთ... მე მინდა რომ გონიერებას მოვუხმოთ, მე მინდა, რომ ჩემი ქვეყნიდან ისე გავდიოდე და შემოვდიოდე, რომ მოსაყოლი სხვა რამე მქონდეს და არა ეს", - განცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი