logo_geo
პაატა იმნაძის დედა ნუნუ დუმბაძე: ახლახანს ცუდად ვიყავი და მითხრა: დედა, არ დამღუპო, არ წახვიდეო...
- +

24 აპრილი. 2020. 17:50

 

 

“თითქმის 2 თვეა პაატა იმნაძე თითოეული ჩვენგანის "ოჯახის წევრი" გახდა. როგორია ის შინ, ნამდვილ ოჯახში, როგორი შვილი და მამაა, როგორ გადაიტანა რთული პერიოდი, რომელიც ახლო წარსულში ჰქონდა?” - ამ ყველაფერზე ჟურნალ "გზას" ქალბატონმა ნუნუ დუმბაძემ უამბო, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის დედა გახლავთ.

 

 

ნუნუ დუმბაძე უცხო ენების სპეციალისტია. საოცრად თბილი, ყურადღებიანი და უშუალო ქალბატონი 90 წლის ასაკში, ბევრ ახალგაზრდაზე თანამედროვეა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა.

 

 

"პაატამ პირველი სკოლა დაამთავრა, ყოველთვის კარგი და წარჩინებული მოსწავლე იყო. თავდაპირველად ფიზიკოსობა უნდოდა, როცა არჩევანის წინაშე დადგა, სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

 

ექიმობა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ "დიდი კაცის" შვილი არ ვიყავი და ეს ოცნება ვერ ავისრულე. პაატას ვთხოვე, დე, სამედიცინოზე ჩაბარება სცადე-მეთქი. ინტერესი თავადაც გამოიჩინა...

 

 

შინ მაგის მაღალი სიტყვა არასდროს გაგვიგია, არც გაბრაზებული გვინახავს. ოჯახმა იმდენი რამე გადავიტანეთ, მაგრამ არ მახსოვს, პაატას წონასწორობა დაეკარგოს. მანამდე ამბობდა, სულ ერთი და იგივე კითხვებს მისვამენ, რამდენჯერ უნდა ვუპასუხოო.

 

 

სხვა შვილი არ მყავს, პაატა გამორჩეული შვილია და მგონი, მისთვის მეც გამორჩეული დედა ვარ. 90 წლის გახლავართ, ახლახანს ცუდად ვიყავი, მითხრა, დედა, არ დამღუპო, არ წახვიდე, გული არ გამიხეთქოო..."

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი