logo_geo
ჟურნალისტები ყრილობისთვის ემზადებიან
- +

17 მარტი. 2017. 22:45



2017 წლის 18 მარტს, 14.00 საათზე, ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში რიგგარეშე ყრილობა გაიმართება. ყრილობა მრავალრიცხოვანი და წარმომადგენლობითია. მასში მონაწილეობის მისაღებად 151 დელეგატია მოწვეული. ესენი არიან ცნობილი, ღვაწლმოსილი ჟურნალისტები; ადამიანები, რომლებიც კავშირის შექმნის სათავეებთან იდგნენ, მისი გამგეობისა და პრეზიდიუმის  შემადგენლობაში ირიცხებოდნენ; ასევე, მოქმედი ცნობილი სახეები და სახელები, წამყვანი გამოცემების ხელმძღვანელები, რადიოსა და ტელევიზიის წარმომადგენლები, კოლეგები რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი ჟურნალისტები, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, მათი გაზეთების მთავარი რედაქტორებისა და თანამშრომლების დონეზე.


აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:


„სამწუხაროდ, ყრილობის დელეგატად ყველა კოლეგას ვერ მოვიწვევდით, თუმცა მათი სურვილები, მათი მოსაზრებები და პრობლემები, გვჯერა, ჟურნალისტთა კავშირის ახალი ხელმძღვანელობის ყოველდღიური საზრუნავი გახდება.

 

არჩევანს კი, კოლეგები, ალბათ, ღირსეულ კანდიდატებზე შეაჩერებენ.

 

ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ყრილობა კავშირის ისტორიაში.

 

წარმატებები ვუსურვოთ  ჩვენს კოლეგებს", - ნათქვამია განცხადებაში.




 

big_banner
არქივი