logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა კულუმბეგოვის ზოგიერთი მოსაზრება მცდარია
- +

2 მაისი. 2020. 23:24

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, COVID-19-თან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაცემაში ექიმი ალერგოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის ზოგიერთი განცხადება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

 

მან განაცხადა, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების 95-97% მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, ისინი თავისით მორჩებიან და მათ ზედმეტი მკურნალობა არ სჭირდებათ და მხოლოდ დარჩენილ 3%-(ანუ კრიტიკულ პაციენტებს) სჭირდებათ მკურნალობა. ბიძინა კულუმბეგოვს COVID-19-ით ავადმყოფებთან რაიმე შეხება რომ ჰქონდეს და ამ დაავადების მიმდინარეობას იცნობდეს, ალბათ ასეთ რამეს არ იტყოდა.

მსოფლიო სტატისტიკით, მძიმე პაციენტების ხვედრითი წილი COVID-19-ით ავადმყოფების საერთო რაოდენობის 20%- შეადგენს, მათგან 5% კრიტიკულად მძიმეა, ხოლო დანარჩენი 15% – უბრალოდ მძიმე. საქართველოშიც დაახლოებით ასეთივე პროპორციებია. გარდა ამისა, COVID-19- ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული მიდრეკილება დამძიმებისკენ და საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც დაავადება იწყება მსუბუქად, ან საშუალო სიმძიმით და შემდეგ მძიმდება. შესაბამისად, საშუალო და მძიმე (და არა მხოლოდ კრიტიკული) პაციენტები აუცილებლად საჭიროებენ სერიოზულ სიმპტომურ, დამხმარე და პათოგენეზურ მკურნალობას, რაც მათ უტარდებათ კიდეც და შესაძლოა, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენთან კრიტიკულად მძიმე პაციენტების რიცხვი 3-4%- არ აღემატება და გარდაცვლილთა რიცხვი ძალიან დაბალია. და კიდევკრიტიკულად მძიმე პაციენტების (ანუ 3%-ის) გარდა სხვებს მკურნალობა მართლა რომ არ სჭირდებოდეთ და თავისით რჩებოდნენ, მაშინ ამ პაციენტების მკურნალობას საქართველოში ერთი 30-საწოლიანი კლინიკა ეყოფოდა და ევროპის წამყვან ქვეყნებშიც COVID-19-ით სიკვდილობა დადასტურებული შემთხვევების 10-დან 18%-მდე არ იქნებოდა. თუ ბიძინა კულუმბეგოვი მართლა თვლის, რომ მკურნალობა COVID-19-ით ავადმყოფების მხოლოდ 3%- (მხოლოდ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს) სჭირდება, ის სერიოზულად ცდება. ხოლო თუ ასე არ თვლის, მაგრამ ასე ამბობს, მაშინ კიდევ უფრო უარესი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი