logo_geo
თბილისის ცენტრალურ გამზირებსა და ტურისტულ ზონებში გარევაჭრობა აიკრძალება
- +

19 მარტი. 2017. 02:33



თბილისში გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით, გარკვეული ღონისძიებების გატარება იგეგმება, თუმცა, ცვლილება არ შეეხება ბუკინისტებს. საუბარია, ქალაქის ტურისტული და საქმიანი ზონების, გზის ქვეითებისთვის განკუთვნილი ნაწილის უნებართვო კონსტრუქციებისგან გათავისუფლებაზე.


როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, უნებართვო გარევაჭრობამ, ბოლო ხანებში საკმაოდ მასშტაბური სახე მიიღო და ქალაქის ბევრ ცენტრალურ ადგილებში გაჩნდნენ მოვაჭრეები, რაც არა მხოლოდ ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, არამედ მოქალაქეებს უქმნის გადაადგილების პრობლემას.


„გარევაჭრობისთვის თვითნებურად აწყობილი კონსტრუქციები საკმაოდ ბევრ ლოკაციაზე, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებსა და ცენტრალურ გამზირებზე შეინიშნება, რაც პირველ რიგში თბილისის მაცხოვრებლებს უქმნის დისკომფორტს. გარდა ამისა, ვაჭრობენ ისეთი პროდუქტებით, რომლების მტვრიან და კლიმატურ პირობებში გაყიდვა რეკომენდირებული არ არის", -განაცხადა ლექვინაძემ.


 ​მისივე თქმით, გარე მოვაჭრეებმა ბოლო ხანებში დედაქალაქის ტურისტული ზონებიც მოიცვეს, რაც ასევე ამახინჯებს თბილისის იერსახეს. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელება კანონით იკრძალება.

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/03/17352296_1644979635517608_8165964772704246443_n.jpg

 

შესაბამისი ნებართვის გარეშე, მსგავსი ტიპის აქტივობის განხორციელება დაუშვებელია, ამიტომ დედაქალაქის მთავრობა ეტაპობრივად, სხვადასხვა ლოკაციებზე გარკვეულ ღონისძიებებს გაატარებს. ეს ხალხი, რამდენჯერმე გააფრთხილეს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა. ამ ადამიანებს ვთავაზობთ ტერიტორიებს ბაზრობებთან. ამის მზაობა, ბაზრობების დირექციის მხრიდანაც გამოითქვა, რომ მათ გარკვეული შეღავათიანი პერიოდი მისცენ", - განმარტავს მერის მოადგილე.


​რაც შეეხებათ ბუკინისტებს, ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, წიგნებით და ჟურნალ-გაზეთებით მოვაჭრეებთან დაკავშირებით, მერიაში განსხვავებული მიდგომა აქვთ.


მისი თქმით, ბუკინისტები, რომლებიც ორგანიზებულად, მრავალი წლის განმავლობაში, ქალაქის გარკვეულ ლოკაციებზე ტრადიციულად ვაჭრობენ, კვლავაც დარჩებიან თავიანთ ადგილას.


შეზღუდვა ტრადიციულ ბუკინისტურ ადგილებს არ ეხება. ეს ეხება ძირითადად ისეთი პროდუქტებით მოვაჭრეებს, როგორიც არის ტანსაცმლით, სათამაშოებით, კვების პროდუქტები და სხვა. მოგეხსენებათ თევზი, კვერცხი, ხორცი და ყველი ქუჩაში არ უნდა იყიდებოდეს. ეს პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას, გარდა ამისა, ქუჩაში გამოფენილი ასეთი პროდუქტი არავის მოსწონს", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/03/17352443_1644993958849509_3343977667562540599_n.jpg


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი