logo_geo
ინდოეთსა და ბანგლადეშში ციკლონის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
- +

21 მაისი. 2020. 17:35

 

 

ინდოეთსა და ბანგლადეშში ციკლონ „ამფანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, ბანგლადეშში უკვე 72, ინდოეთში კი 12 ადამიანი დაიღუპა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 14 გარდაცვლილის შესახებ.

 

 

ციკლონის დაწყებამდე, სახიფათო ზონებიდან, ინდოეთისა და ბანგლადეშის ხელისუფლებამ 3 მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. მეტეოროლოგების მონაცემებით „ამფანი“ ბენგალის სრუტეში ბოლო წლების ყველაზე ძლიერი ციკლონია. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 185 კილომეტრს აღწევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი