logo_geo
შემზარავი ამბავი თბილისში- დედამ ახალშობილი ნაგავში გადააგდო
- +

2 ივნისი. 2020. 21:39

 

 

თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლები უმძიმესი შემთხვევის შემსწრე გახდნენ - რას ყვებიან ადგილობრივები

 

შემზარავი შემთხვევა თბილისში - "ტვ პირველის ინფორმაციით", დედამ ახალშობილი გადააგდო. მიტოვებული ჩვილი დილით გარდაცვლილი ნახეს. ცნობილია ის, რომ დედა არასრულწლოვანია.

 

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში მცხოვრები მოსახლეობა ქალის ყვირილმა გააღვიძა, სწორედ ამ ქალბატონმა იპოვა გარდაცვლილი ჩვილი.ერთ-ერთი ვერსიით, არასრულწლოვანმა დედამ საკუთარი სახლის ფანჯრიდან ბავშვი ქუჩაში გადააგდო არსებული ინფორმაციით, გოგონა 17 წლისაა. მან სახლის პირობებში იმშობიარა და ბავშვის თავიდან მოშორების მიზნის ჩვილი ფანჯრიდან გადააგდო .

 

თვითმხილველები ყვებიან, რომ ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ბავშვის ცხედარი პოლიეთილენის პარკში გაახვიეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი