„მე მესმის, „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა“, ეს ყველას უყვარს და ძალიან კარგია, მაგრამ თუ ჩვენ ჩვენი თავი არ ვაიძულეთ, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ, ინფექცია ისევ გავრცელდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია.
„სახლებში იკრიბებიან და 30-40 კაციან სუფრებს აწყობენ, დაემართებათ კორონა და მერე იტყვიან, რას უყურებდნენო.
ახლა ჩვენს ხელშია ყველაფერი. მოვუვლით ჩვენს თავს და პატარა შეზღუდვებს, რომელიც დისკომფორტს გვიქმნის – შევეგუებით, ვისწავლით კორონასთან თანაცხოვრებას? – კორონას ადვილად დავძლევთ, ვერ ვისწავლით და კორონა მოგვერევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.