logo_geo
„ექთანი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, ფილების დამგები სანთლით საძებარია“
- +

21 მარტი. 2017. 23:10



ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების რეფორმის კონცეფციაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ 2016 წელს სკოლადამთავრებული ქართველი ახალგაზრდები გაიყო ორ ნაწილად - 75% წავიდა უმაღლეს სასწავლებლებში, 25% კი -პროფესიულში.


მისი თქმით, შრომის ბაზარი არის ზუსტად პირიქით და ახალგაზრდების 25% უნდა მიდიოდეს უმაღლეს განათლებაში, 75% კი ხდებოდეს პროფესიული სპეციალისტი. მინისტრის განცხადებით, მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ უმაღლესი განათლებიდან ხალხი „გადაიტყუონ" პროფესიულ განათლებაში.


„ბუღალტერი, ექთანი, პროგრამისტი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, ფილების დამგები სანთლით არის საძებარი. ამ მიმართულებით იქნება მთავარი აქცენტი, ჩვენ შევეცდებით, უმაღლესი განათლებიდან ხალხი გადავიტყუოთ პროფესიულ განათლებაში.

 

10 წლის მერე ჩვენი ამოცანა არის ასეთი, რომ ქართული სკოლიდან გამოსული ადამიანი ფლობდეს უნარების, რწმენების, ფასეულობების ისეთ პაკეტს, რომელიც არის თანამედროვე ცხოვრებისთვის საუკეთესო და მეორე, სკოლის მერე ეს ხალხი გაიყოს - 75% წავიდეს პროფესიულ განათლებაში, 25% - უმაღლესში.

 

ვინც უმაღლესში წავა, მართლა მაგარი აკადემიური ტიპი გამოვიდეს, ვინც პროფესიულში წავა, მაგარი სპეციალისტი გახდეს და საბოლოო ჯამში მოვიდნენ მართლაც დაბალანსებულ შრომით ბაზარზე.

ვაპირებთ, სკოლა გავხადოთ სახალისო, საინტერესო, არაგადატვირთული ადგილი, სადაც ბავშვებს სიხარულით ენდომებათ წასვლა, იმიტომ, რომ მათ ექნებათ საინტერესო, შესაფერისი ცხოვრება და არ იქნებიან დატანჯულები", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

big_banner
არქივი