logo_geo
პარლამენტის შენობაში დიდ ხანს ყოფნა სიცოცხლისთვის სახიფათოა
- +

22 მარტი. 2017. 19:59



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტუტმა ქუთაისის პარლამენტის შენობაში ჰაერში წვრილი ნაწილაკების შემცველობა გაზომა და აღმოჩნდა, რომ ჰაერში კვამლის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე 10-ჯერ მეტია.


„ნორმა არის 15-დან 35-მდე, თუმცა პარლამენტში არის ადგილები, სადაც აჰაერში თამბაქოს კვამლის წვრილი ნაწილაკების შემცეველობამ 350-ს მიაღწია. ბუნებრივია, ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს რეაგირება, რადგან, შესაძლოა, ამ მონაცემების მიხედვით ადამიანს ფილტვის კიბო, ხორხის კიბო, ან  სიმსივნე დაემართოს", - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის წარმომადფგენელი კახა ღვინიანიძემ.


კვლევას ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლოამენტის შენობაში თამბაქოს მოწევა უნდა აიკრძალოს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი