logo_geo
აია-სოფიას ტაძრის ფრესკები ქრისტიანი წმინდანების გამოსახულებით, მუსლიმური მსახურების დროს ფარდით დაიფარება
- +

21 ივლისი. 2020. 17:30

 

 

„აია-სოფიას ტაძრის მოზაიკები და ფრესკები ქრისტიანი წმინდანების გამოსახულებით, მუსლიმური მსახურების დროს ფარდით დაიფარება“, -  ამის შესახებ კვირას, 19 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაგიმ კალინმა განაცხადა.

 

აია-სოფიას ტაძარში მუსლიმური მსახურების ჩატარება პარასკევს არის დაგეგმილი. კვირას, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერდოღანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მუსლიმური მსახურების დროს მოზაიკები და ფრესკები ქრისტიანი წმინდანების გამოსახულებით ფარდით დაიფარება.

 

წინა კვირაში თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნამაზის და სხვა მუსლიმური მსახურების მიმდინარეობის დროს მოზაიკებზე და ფრესკებზე ქრისტიანი წმინდანების გამოსახულების დასაფარად ლაზერის განათებას ან ფარდებს გამოიყენებდა.

 

„აია-სოფიას ტაძარში შესვლას და ქრისტიანი წმინდანების გამოსახულებიანი მოზაიკების და ფრესკების ხილვას დამთვალიერებლები და ტურისტები, მუსლიმურ მსახურებათა შორის პერიოდში, მუდმივად შეძლებენ“, – განაცხადა იბრაგიმ კალინმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი