logo_geo
„შენი ქალაქი შენი სახლია!“
- +

23 მარტი. 2017. 22:21



3 აპრილიდან დედაქალაქში „თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ.


პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ.


შენი ქალაქი შენი სახლია!


ერთად ვიზრუნოთ სუფთა თბილისზე!


 

big_banner
არქივი