logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ექთანი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, ფილების დამგები სანთლით საძებარია
- +

24 მარტი. 2017. 11:59



განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რეფორმის კონცეფციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ახალგაზრდების 75 % უმაღლესში წავიდა, 25 % - პროფესიულში.

მისი თქმით, შრომის ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, პირიქით უნდა იყოს.


ექთანი, ბუღალტერი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, ფილების დამგები სანთლით საძებარია. ვეცდებით, უმაღლესი განათლებიდან პროფესიულ განათლებაში გადავიტყუოთ. ჩვენი ამოცანაა, 10 წლის მერე სკოლადამთავრებული ფლობდეს უნარების, რწმენების, ფასეულობების თანამედროვე, საუკეთესო პაკეტს; 75 % წავიდეს პროფესიულ განათლებაში, 25 % - უმაღლესში; ვინც უმაღლესში წავა, მაგარი აკადემიური ტიპი გამოვიდეს, ვინც პროფესიულში - მაგარი სპეციალისტი; მოვიდნენ დაბალანსებულ შრომით ბაზარზე. ვაპირებთ, სკოლა გავხადოთ სახალისო, საინტერესო, არაგადატვირთული ადგილი, სადაც ბავშვები არ იქნებიან დატანჯულები", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



 

right_banner big_banner
არქივი