logo_geo
აგვისტოს ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი – ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს თვე განსაკუთრებით წარმატებული
- +

13 აგვისტო. 2020. 00:42

 

 

როგორი იქნება და რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს აგვისტო ფინანსური და რომანტიკული თვალსაზრისით:

 

ვერძი

 

სურვილი გაგიჩნდებათ მეტი დრო გაატაროთ ოჯახში, მშობლების გვერდით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან, იმასთანაც კი ვისთანაც ადრე გაბრაზებული იყავით. ოჯახში ჰარმონია დაისადგურებს. შინ უმასპინძლეთ მეგობრებს, სტუმრებს; ხშირად მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები. სასურველია, შეიძინოთ ოჯახური ნივთები. მეტი დრო და მატერიალური რესურსი გამოყოთ ბინის კეთილმოწყობისთვის.

 

კურო

 

თვის დასაწყისში კომუნიკაცია და ურთიერთობა მოგინდებათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ახლობლებთან, ნათესავებთან. მაქსიამლურად დიპლომატიური იქნებით და თავადაც გაგიკვირდებათ, როცა კონფლიქტურ სიტუაციებს მეგობრულში გადაიყვანთ. გამოიჩინეთ მეტი ინტერესი ახლობლების საქმეების მიმართ და თუ შესაძლებლობა გაქვთ, დახმარეთ მათ მოგვარებაში. მარტოხელა კუროებს საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება მყარ ურთიერთობაში გადაიზარდოს. იყავით ჰაეროვანი და ღიმილიანი საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში. აგვისტოში სტაბილური ფინანსური მდგომარეობა გექნებათ. ნათესავები ფულის გარეშე არ დაგტოვებენ.

 

ტყუპები

 

თვის დასწყისიდან ფულის მიმართ ინტერესი მოგემატებათ. შეიძლება დამატებითი შემოსავალის ინტერესი გაგიჩნდეთ. გირჩევთ, არსებული თანხა გონივრულად დახარჯოთ, რათა თვის ბოლოს ჯიბეცარიელი არ დარჩეთ. ზოგიერთი ტყუპი შეიძლება მიხვდეს, რომ დაიღალა არაფრისმომცემი სასიყვარულო ურთიერთობებოთ, რომლის სერიოზული დაბოლოება კითხვის ნიშნის ქვეშაა და ტაიმ-აუტი აიღონ. ზოგი კი საკუთარ თავისთვის სასურველ ნივთს შეიძენს კომპენსაციის სახით. დაქორწინებულები ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად. ერთად განმარტოებით ყოფნა ისე გესიამოვნებათ, რომ შეიძლება თავიდან შეგიყვარდეთ ერთმანეთი. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

 

კირჩხიბი

 

თავადაც შეამჩნევდით, რომ ივლისის ბოლოდან გაგიუმჯობესდათ განწყობა. ღიმილისა და ფლირტის განწყობაზე დადგებით. ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს, რაც სასიამოვნოდ აისახება თქვენს გარეგნობაზე და საწინააღმდეგო სქესის ყურადღებასაც დაიმსახურეთ. ზოგიერთს შეიძლება არჩევანის გაკეთება გაუჭირდეს და ერთდროულად რამდენიმე რომანიც კი გააბას. ზოგიერთს კი რომანტიკული თავგადასავალი მხოლოდ იმისთვის დასჭირდება, რომ საკუთარი თავი სასურველად იგრძნოს. რაც შეეხება ფინანსებს, ნელ-ნელა გაგიუმჯობესდებათ. ახალი ხელშეკრულებების გაფორმებით შემოსავალი მოგემატებათ.

 

ლომი

 

შეიძლება ცოტა სენტიმენტალურობა და პასუხისმგებლობა მოგეძალოთ საყვარელი ადამიანის მიმართ. შეიძლება გაგიჩნდეთ შიშები, შეზღუდულად იგრძნოთ თავი ან გამოჩნდნენ ფარული მოშურნეები. ზოგიერთ შეიძლება უხერხულობა გაუჩნდეს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან ურიერთობისას. მარტოხელებს გაუსაძლისი სურვილი გაუჩნდებათ ოჯახის შექმნის. სხვათა შორის ისიც უნდა ითქვას, რომ სიყვარულზე კი ოცნებობთ, მაგრამ რეალურად, საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადაგმას ერიდებით. დაქორწინებულებს მეუღლესთან გულახდილობის სურვილი გაგიჩნდებათ. რაც შეეხება ფინანსებს, ეცადეთ, ფული მოზომილად ხარჯოთ, ახალ და სარფიან პროექტებზე კი მუშაობთ, მაგრამ შემოსავალს ამავე თვეში ნუ ელით.

 

ქალწული

 

აგვისტოში სულ სხვა თვალით შეხედავთ მეგობრებს, საყვარელ ადამიანს. შეიძლება მათი სოციალური ქსელებითაც დაინტერესდეთ და ბევრ საინტერესო გაიგოთ მათზე. ზოგიერთ მეგობარს კი ისე ახლოს გაიცნობთ და ისეთ თვისებებს აღმოაჩენთ მასში, რომ მეგობრობას სიყვარულში გადაზრდით. ზოგიერთმა შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გააბას ადამიანთან, ვინც მის პროექტს ფინანსურად დააფინანსებს. ან რომანტიკული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ საქმიან პარტნიორთან. თუ თავად მშვიდად იქნებით, ოჯახში ჰარმონია დაისადგურებს. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, მათ აღზრდას. ასწავლეთ, რომ დაგეხმარონ საოჯახო საქმეების მოგვარებაში. თუ შვებულებაში აპირებთ გასვლას, ოჯახთან ერთად დაისვენეთ. რაც შეეხება ფინანსებს, გაგიუმჯობესდებათ შემოსავალი. შეიძლება წარსულში შესრულებული საქმისთვის ფული აგვისტოში გადაგიხადონ. ზოგიერთი კი ფარული წყაროდან მიიღებს მატერიალურ სარგებელს. გირჩევთ, სხვისი ფული დაკვირვებით განკარგოთ.

 

სასწორი

 

აგვისტოში სამსახურისა და წარმატების სფერო გაგიაქტიურდებათ. ნუ დაელოდებით, როდის შეგამჩნევთ უფროსი, თავად უნდა გააქტიურდეთ. რაც უფრო მეტ ინიციატივას გამოავლენთ, მით უკეთესია თქვენთვის. შეიძლება რომანი გააბათ თანამდებობის პირთან ან სამსახურში. თუ დაქორწინებული ხართ, მოემზადეთ, რომ სამსახურში თქვენი დაკავებულობის გამო მოიმატეს უსიამოვნება ოჯახში. ეცადეთ, დრო თანაბრად გადაანაწილოთ. სხვათა შორის, სამსახურში წარმატება შეიძლება თქვენს მეუღლესაც ეწვიოს. რაც შეეხება ფინანსებს, საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არ გაქვთ. შანსი მოგეცემათ, რომ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.

 

მორიელი

 

მარტოხელები ძველ სიყვარულზე ფიქრს მოეშვებით და ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის განეწყობით. შეიძლება, სულაც უცხო ქვეყნის მოქალაქესთან გააბათ რომანი. ან საბედოს სპორტულ მოედანზე, ვარჯიშის დროს შეხვდეთ. დაქორწინებულებს თვის დასწყისში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ურთიერთობა დაგეძაბათ. ამის მიზეზი შეიძლება თქვენი ნათესავი იყოს. ეცადეთ, უსიამოვნება მშვიდად და გააზრებულად მოაგვაროთ. სასურველია, თქვენმა ნათქვამმა ახლობლები არ გაანაწყენოს. რაც შეეხება ფინანსებს, წინა თვეებთან შედარებით გაგიუმჯობესდებათ შემოსავალი. შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყაროც კი გამოგიჩნდეთ. ან დაწინაურების შემთხვევაში გაგეზარდოთ ხელფასი.

 

მშვილდოსანი

 

აგვისტოს დასაწყისი მსუბუქი და შეიძლება ითქვას უდარდელი გექნებათ, შეიძლება რამდენიმე რომანიც კი გააბათ იდეალური პარტნიორის ძიებაში. მარტოხელებს განსაკუთრებით მოძალებული გაქვთ დაწყვილების, გვერდით “თქვენი” ადამიანის ყოლის სურვილი. მაგრამ ყოველ ახალგაცნობილში იდეალს ნუ ხედავთ. თვის მეორე ნახევარში მეტი დაკვირვება მოგეთხოვებათ. განსაკუთრებით სხვის ფულებთან თუ გაქვთ შეხება, ბანკთან, გადასახადებთან ან მემკვიდრეობასთან. დაოჯახებულებმა მეტი სინაზე და ყურადღება გამოავლინეთ პარტნიორის მიმართ. გაანებივრეთ მატერიალურად ღირებული საჩუქრებით. კარგ შედეგს მოგცემთ გულახდილი საუბრები. რაც შეეხება ფინანსებს, შემოსავლის გაზრდისთვის შეგიძლიათ დამატებითი სამუშაო აიღოთ. თუ მთელ ქვეყანაზე არ იქნებით გადაყოლილი, რა ფინანსებიც გაქვთ, იმას იმყოფინებთ.

 

თხის რქა

 

მეტი დრო უნდა დაუთმოთ სიყვარულისა და მეგობრობის თემას. მარტოხელები გააქტიურდებით მეწყვილის ძიებაში. “ვინც ეძებს – პოულობს” და თქვენც აუცილებლად გაგიმართლებთ. იღბალი რამდენიმე საინტერესო შეხვედრას გპირდებათ. ერთი კი აუცილებლად გადაიზრდება მყარ და საიმედო ურთიერთობაში. დაწყვილებულები გააუმჯობესებენ ერთმანეთთან დამოკიდებულებას. დატკბებიან რომანტიკითა და ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულებით. აგვისტო ის თვეა, როცა სრულად შეიგრძნობთ ოჯახური ცხოვრების ბედნიერებას. ფინანსური მდგომარეობა მთლად იდეალურად არ გაქვთ. არაფერი ძვირად ღირებული არ შეიძნოთ. ფულის ეკონომიურად ხარჯვას კი თქვენ ვერავინ გასწავლით. სასურველია, მხოლოდ ოჯახური, აუცილებელი ხარჯით შემოიფარგლოთ.

 

მერწყული

 

გაგიუმჯობესდბათ დამოკიდებულება კოლეგებთან, ჯანმრთელობა და განწყობაც უკეთესი გექნებათ აგვისტოში. მარტოხელებმა შეიძლება სამსახურებრივი რომანი გააბან. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ მათ სერიოზული გაგრძელება ექნებათ. დიდი ხნის დაქორწინებულება შეიძლება დაძაბულობა იგრძნონ ურთიერთობაში. დაფიქრდით, იქნებ, თავად ვერ უთმობთ მეუღლეს სათანადო დროს. და კიდევ, ერთ რამეზე გმართებთ საკუთარ თავთან დალაპარაკება, არის კი ეს ის ადამიანი, ვისთანაც, მთელი ცხოვრების გატარება გსურთ. ხანდახან იმისათვის, რომ სიტუაციაში გაერკვეთ, შეიძლება ცოტა ხანით დაშორება ჯობდეს.

 

რაც შეეხება ფინანსებს, საქმე ცუდად არ გაქვთ. უფრო მეტიც, თვის ბოლოს შეიძლება პრემიაც კი მიიღოთ კარგად შესრულებული საქმისთვის. ზოგიერთის კანდიდატურას კი დასაწინაურებლად განიხილავენ.

 

თევზები

 

სამსახურის საქმეების მოგვარების და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად პირადი ბედნიერების მოპოვებაც მოგინდებათ. მარტოხელებს შუა აგვისტოდან რომანტიკული ნაცნობობა გელით. გაგიუმჯობესდებათ განწყობა და თავადაც აქტიურად დაიწყებთ სიყვარულის ძიებას. თუმცა, ეცადეთ, რომ ილუზიებში არ გადავარდეთ და აფერისტების მსხვერპლი არ გახდეთ. ეცადეთ, დატკბეთ ფლირტით და პარალელურად გაარკვიოთ პოტენციურ პარტნიორზე უმნიშვნელო დეტალებიც კი. დაქორწინებულებმაც კი შეიძლება გადაწყვიტონ ახალი რომანის გაბმა. მთელი თვის განმავლობაში გექნებათ სურვილი, რომ შეიძინოთ მცირე წვრილმანი მაინც. გირჩევთ, ფული გადადოთ და ერთი და ღირებული შენაძენის მფლობელი გახდეთ. ზოგიერთმა შეიძლება ფული ლატარიითაც კი მოიგოს. ზოგს კი პარტნიორი გააბედნიერებს ფულითა და საჩუქრებით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი