logo_geo
„ვიცი შენი შვილი რომელ სკოლაშიც დადის, შეიძლება დანა გაუყარონო“, - გიორგი აბდალაძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე
- +

24 მარტი. 2017. 20:52



თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბრალდებულები კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე და გლდანის ციხის ყოფილი უფროსი არიან. 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები, ყოფილი მსჯავრდებულები დღეს უკვე ღიად საუბრობენ იმ ზეწოლაზე, რაც მათ მიმართ განხორციელდა.


ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ტელეკომპანია „იმედთან" საუბარში იხსენებს, როგორ ემუქრებოდა კონტრდაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი შვილზე ფიზიკური ანგარიშსწორებით.

 

„მეუბნებოდნენ, ვიცი შენი შვილი რომელ სკოლაშიც დადის და შეიძლება მანქანა დაეჯახოს, ვიღაცასთან ჩხუბი მოუვიდეს ქუჩაში და დანა გაუყარონო", - განაცხადა აბდალაძემ.

 

აბდალაძე ზეწოლაში გლდანის ციხის ყოფილ უფროსს ალექსანდრე მუხაძესაც ადანაშაულებს. აბდალაძის თქმით, მუხაძე მას ლიკვიდაციით ემუქრებოდა.

 

„როდესაც გლდანის საპყრობილეში შევედით, მუხაძემ გვითხრა, აქედან ცოცხლები ვერ გახვალთ, მე ამის გარანტიას გაძლევთ, უამრავი მაგალითი გვაქვს მსგავსიო. ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავდათ სერგო თეთრაძის საქმე", - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.




 

right_banner big_banner
არქივი