logo_geo
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და ქველმოქმედი კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

21 აგვისტო. 2020. 03:02

 

 

უკრაინაში ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი და საფეხბურთო კლუბ „ნივა ტერნოპოლის“ ყოფილი პრეზიდენტი ავთანდილ მდინარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ბოლო დღეებში კორონავირუსის გამო მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.

 

„ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, კეთილი, პოზიტიური.

 

მისი ქართული სტუმართმოყვარეობა ძალიან ცნობილი იყო“, – ამბობს ავთანდილ მდინარაძის მეგობარი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი