logo_geo
თანამედროვე მწერლები ჰერელი ახალგაზრდებისთვის
- +

26 მარტი. 2017. 23:05



ERTAD.GE ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია ჰერეთში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ლიტერატურული საღამოები ჩატარდეს. ERTAD.GE -ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„ჩვენი პროექტის მიზანია ჩავიდეთ ჰერეთში და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩავატაროთ ლიტერატურული საღამოები, გადავცეთ წიგნები და ვცადოთ რამდენიმე დღით მაინც ვაგრძნობინოთ თავი ისევ მათ ისტორიულ სამშობლოში.

 

დღემდე ვიღებთ წერილებს მათგან, რომ გველოდებიან.

 

ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ ჩვენი პროექტი დაფინანსდება და მოგვეცემა საშუალება მათთან სტუმრობის.

 

ერთ ადამიანს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ პროექტს. პროექტი ERTAD.GE გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი პირადი მონაცემების გადაცემა მესამე პირისთვის არ მოხდება", - ნათქვამია განცხადებაში.


ხმის მიცემა უფასოა და აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი ხმა: http://ertad.ge/

 

 

 



 

big_banner
არქივი