logo_geo
26 მარტს დაიანა როსის დაბადების დღეა
- +

26 მარტი. 2017. 13:33


 

„1944 წლის 26 მარტს დაბადებულა ჩვენი „...ბავშვობა და სილამაზე" ქალი, უდიდესი ამერიკელი მომღერალი დაიანა როსი - „გრემის", „ოსკარის" „ოქროს გლობუსის" და მრავალი სხვა პრემიის არაერთგზის ლაურეატი და ნომინანტი", - წერს სოციალურ ქსელში თეა ფირცხლავა.


„ხომ გახსოვთ, როგორ გაგიჟებით ვუსმენდით და როგორ მოგვწონდა ეს ულამაზესად „გაჩეჩილი" ქალი, რომელიც მუდამ ფორმაში და მუდამ ახალგაზრდა იყო (და არის).

 

1969 წელს სწორედ დაიანამ გააცნო მთელ მსოფლიოს და თითოეულ ჩვენგანს კიდევ ერთი „გიჟი" - მაიკლ ჯექსონი, მაშინ ჯერ კიდევ სულ პატარა ბიჭუნა. მაიკლ ჯექსონის ანდერძის თანახმად, რომელიც 2009 წელს გარდაიცვალა, მისი შვილების მეურვე სწორედ დაიანა როსი გახდება, იმ შემთხვევაში, თუ მაიკლის დედა ფიზიკურად ვერ შეძლებს მათ აღზრდას.

 

ეს ფენომენალური ნიჭის მქონე ქალი-ლეგენდა ასაკშიც კი არაჩვეულებრივად გამოიყურება. რომ ჰკითხეს, როგორ ახერხებო, მოკლედ უპასუხა, ყოველ დღე სახლს ვალაგებ და ეს მშველისო", - წერს ფირცხალავა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი