logo_geo
„მრცხვენია, ამას რომ ვყვები...“ - ზაზა სვანაძის სიყვარულის ისტორია
- +

28 მარტი. 2017. 01:04


 

„პირველი სიყვარული იყო ბავშვური გატაცება, რომელიც ემოციების თუ შეგრძნებების სახით, სტუდენტობის პერიოდამდე მძაფრად გამომყვა."-იხსენებს ჟურნალისტი ზაზა სვანაძე.


„მრცხვენია, ამას რომ ვყვები, მაგრამ სიყვარულის ობიექტს მოტაცებაც დავუპირე, მართალია, საპასუხო გრძნობებით მეორე მხარეც მანებივრებდა, უბრალოდ მოტაცება ალბათ, უფრო ფორმალური მხარე იყო, რათა მშობლების თვალში ნაადრევი ქორწინება გათეთრებულიყო.

 

 მახსოვს, ტაქსი სკოლასთან მივაყენე, მაგრამ მას დედა ახლდა, რომელიც წვიმიან ამინდში, ქოლგით იყო შეიარაღებული. გულის სწორი ჩემი რადიუსიდან გაიყვანეს. მას შემდეგ ბევრჯერ შევხვდით, თუმცა, მან სხვა ოჯახი შექმნა, რომელიც დაენგრა. დღევანდელი, თანამედროვე ახალგაზრდობა ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ბიოგრაფიული ფაქტი ფაქტად რჩება. არასრულწლოვნები იმ წლებში უპრობლემოდ ქმნიდნენ ოჯახებს, პრინციპში, ეს პრობლემა აქა-იქ დღესაც მწვავედ დგას."


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=5863

 

 

 

 

 

big_banner
არქივი