logo_geo
რიმა ბერაძე: „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულებისთვის 1 050 000 ლარი გამოიყო
- +

28 მარტი. 2017. 02:00


 

„დღეს თბილისის მერიის სარეზერვო ფონდი 1 050 000 ლარს შეადგენს  და აღნიშნული თანხა  „ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მთლიანად მოხმარდება", - ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძემ „ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულების თემაზე.


მისი თქმით, ოცი დღის წინ, როდესაც „ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებმა საკრებულოს მიმართეს, თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად ამ საკითხის მოგვარებაში ჩაერთო. საუბარი იყო დაზარალებულებისთვის ერთჯერადი დახმარების გამოყოფაზე.


„თავდაპირველად,  „ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მიერ წარმოდგენილ  სიაში 273 ადამიანი იყო. აღნიშნული სიის მიხედვით თანხის გაცემის შემთხვევაში, თითოეული დაზარალებულისთვის გაცემული  ერთჯერადი დახმარება ბუნებრივია, უფრო მეტი იქნებოდა, თუმცა პარასკევს წარმოდგენილ სიაში დაზარალებულთა რიცხვი 347-მდე გაიზარდა, შესაბამაისად,  თითოეულზე გასაცემი თანხის რაოდენობა შემცირდა.

 

ამასთანავე აღვნიშნავ, რომ დღეს თბილისის მერიის სარეზერვო ფონდი  1 050 000 ლარს შეადგენს და ეს თანხა „ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მთლიანად მოხმარდება. იმ დაზარალებულებს კი, რომლებსაც მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ, რაიონულ გამგეობებთან  ჩვენ დამატებით  შუამდგომლობას (დღესაც სამ დაზარალებულს გავუწიე შუამდგომლობა) ვუწევთ, საიდანაც ისინი ჩვენს მიერ შეთავაზებული სამი ათასი ლარის გარდა დამატებით იღებენ სოციალურ დახმარებას. თუკი ჩემს მიერ გაკეთებული ეს შეთავაზება არის ზეწოლა და მუქარა, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია", - განაცხადა რიმა ბერაძემ.



 

big_banner
არქივი