logo_geo
ზაზა სვანაძე: პროვოკატორის, ინტრიგნის იმიჯი მაქვს, ზოგჯერ ვამლაშებ და უტაქტოც ვარ...
- +

28 მარტი. 2017. 02:00



„იცით, როგორ არის? მე იმიჯი მაქვს ისეთი, პროვოკატორის, ინტრიგნის, რეალურად კი სხვებზე მეტს  ნამდვილად არ ვაშავებ",-ამბობს ჟურნალისტი ზაზა სვანაძე.


„ზოგადად, ძალიან მიყვარს ობიექტურობა და საკუთარ თავსაც არ ვინდობ. ვაღიარებ, რომ ზოგჯერ ვამლაშებ და უტაქტოც ვარ, ბევრისთვის მიტკენია გული, მაგრამ შეცდომების აღიარება არ მიჭირს. ფარულად არავის ვიწერ, არავინ დამიშანტაჟებია, პროფესიული შეცდომები დამიშვია, თუმცა, ისეთიც არა, რომ მრცხვენოდეს ჟურნალისტურ წრეებში თავის გამოყოფა.

 

ერთი, რაც ვერ ვისწავლე, ენისთვის კბილის დაჭერაა, ცხოვრებამ მასწავლა, რომ პირდაპირობა ყოველთვის არაა საჭირო. მეგობრებს ნახევრად ხუმრობით ხშირად უსაყვედურებიათ - რანაირი იმერელი ხარ, ლავირების ნიჭი საერთოდ არ გაქვს, ეს კახური პირდაპირობა მოიცილეო. იმასაც გეტყვით, რომ ნაკლებად, არ მახსენდება ფაქტი, ვინმეს ბრმა იარაღად გამოვეყენებინე.

 

სამწუხაროდ, პროფესია პირადი ანგარიშსწორებისთვისაც გამომიყენებია. ყოფილა ასეც რამდენიმეჯერ... ვაღიარებ... სადღაც ეს ჩემი პირადი სისუსტეცაა, ალბათ, თუმცა პროფესიულად ისე შემიფუთავს ეს ყველაფერი, რომ პირადი მოტივაციის კვალს ვერ ამოიკითხავდა მკითხველი."



ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=5863


 

big_banner
არქივი