logo_geo
ცნობილი ესპანელი მხატვარის დახატული დიდგორი, მუკუზანის საფერავი და ვიზა-ლიბერალიზაციის დღეს დაბადებული ბრენდი
- +

28 მარტი. 2017. 14:58



ქართული ღვინის ბაზარზე კიდევ ერთი ახალი კომპანია გამოჩნდა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინისა და ისტორიის პოპულარიზაციას ხელოვნების მეშვეობით. ახალი ბრენდი „King David" კომპანიების „იბერიკა" და „ნიკალა" ერთობლივი პროექტია.


განუმეორებელ მუკუზანის საფერავს ეტიკეტად ამშვენებს ცნობილი ესპანელი ბატალისტი მხატვრის აუგუსტო ფერერ-დალმაუს ნახატი ,,დიდგორის რაინდი'', რომლის დახატვის იდეაც მხატვარს საქართველოს და დიდგორის ბრძოლის  ისტორიის გაცნობის შემდეგ გაუჩნდა.


აღსანიშნავია ისიც, რომ დალმაუ პირველი ევროპელი მხატვარია, ვინც ქართველთა ბრძოლას ფერწერული ტილო მიუძღვნა, ხოლო ღვინის ბოთლზე ნახატის ეტიკეტად  გამოყენების  იდეა კი მას შემდეგ დაიბადა, რაც მხატვარმა  მეგობრების საშუალებით მუკუზანის საფერავი დააგემოვნა.


„ამით ისიც დასტურდება, რომ საქართველო  ნამდვილად არის  ღვინის სამშობლო", - ამბობს კომპანია „ნიკალას" დირექტორი ნიკოლოზ ბენიაიძე.


ღვინო, ლიმიტირებული რაოდენობით, 28 მარტიდან გამოვა ქართულ ბაზარზე,რაც ასევე სიმბოლურია, რადგან ოფიციალურად ამოქმედდება ამ დღეს ვიზა-ლიბერალიზაცია, რაც ნიშნავს საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ ოჯახში-ევროპაში.

 

„ჩვენი დიდგორი ევროპული არჩევანია, ჩვენი დიდგორი ევროპული ღირებულებებია და ჩვენი დიდგორი მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაა. სწორედ ეს მისია და მისწრაფება იკითხება დალმაუს „დიდგორის რაინდში", - ამბობს კომპანია „იბერიკას" დირექტორი ნანკა კიკალია.


მუკუზანის საფერავი „დიდგორის რაინდის" ეტიკეტით ლიმიტირებული რაოდენობით, სასაჩუქრე ყუთით და მხატვრის ექსკლუზიური ავტოგრაფით იქნება წარმოდგენილი და ოთხ  ენაზე - ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და ქართულ ენებზე - საქართველოს ღვინის ისტორიას და  საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ ბრძოლის - დიდგორის შესახებ მოუყვება მომხმარებელს.

 

Description: https://scontent-fra3-1.xx.fbcdn.net/v/t34.0-12/17580063_1408533352500141_1146985297_n.jpg?oh=aa32fe59c6c5e578859af5262e89c202&oe=58DCD8D5




 

big_banner
არქივი