logo_geo
„ბევრ ადამიანს ჰყვარებია მამაჩემი“ - ზურა ვადაჭკორია გონზე მოვიდა
- +

29 მარტი. 2017. 01:20


 

„შეხვედრაზე იყო ერთ-ერთ კომპანიაში. იქ შეუძლოდ გახდა. წნევამ აუწია, ხელები დაუბუჟდა. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და დაცვის დახმარებით გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში. თავიდან გონზე იყო, ახლა აპარატზეა შეერთებული ექიმები საიმედოს ვერაფერს გვეუბნებიან. დრო სჭირდება, კრიტიკულად მძიმეა პაციენტიო, ამას ამბობენ მხოლოდ", - გვითხრა ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას ქალიშვილმა, მიმიმ, რამდენიმე კვირის წინ. მას მერე რედაქციაში ზარი არ წყდება. ზურას გულშემატკივარი რეკავს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობს.


ჩვენ კვლავ დავუკავშირდით მიმის და მამის მდგომარეობა ვკითხეთ.


- 4-5 დღეა, რაც უკეთესი მდგომარეობაა. ცნობიერება დაუბრუნდა. აპარატიდან მოხსნეს. ჯერჯერობით ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.


- რომელ საავადმყოფოშია?

 

- ინგოროყვას კლინიკაში.


- საუბრობს უკვე, თუ...

 

- არა, საუბარი ჯერ არ დაუწყია. მართვით სუნთქვაზე აღარ არის. რომ ვესაუბრებით, კითხვებს ვუსვამთ, თავის მოძრაობით რეაგირებს. ყველაფერი ესმის და ყველას ცნობს.

 

- რას ამბობენ ექიმები?

 

- გაოცებულები არიან, ასეთ სწრაფ რეაბილიტაციას არ მოელოდნენ. ასე თქვეს, ილუზიონისტებს, ეტყობა, განსხვავებული ტვინი აქვსო. მანამდე ძალიან ცუდი პროგნოზები ჰქონდათ და თავადაც გახარებულები არიან ამ შედეგით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მამას ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მთელ მედპერსონალს... მე ყველაზე ხშირად ველაპარაკები მამას, სულ მასთან ვარ. რომ ვუყვები, ვინ იყო მოსული მის სანახავად, სანამ გონზე მოვიდოდა, რომ ყველამ გულთან ახლოს მიიტანა მისი ამბავი, თვალზე ცრემლი ადგება ხოლმე.


- მოდიან მისი მეგობრები?

 

- მარტო მეგობრები არა, ჩემთვის უცხო იმდენი ადამიანი ვნახე საავადმყოფოში, ყველამ განიცადა მამას ამბავი... ეს გვერდში დგომა ძალიან მახარებს. ამხელა ყურადღებას ნამდვილად არ ველოდი, ბევრ ადამიანს ჰყვარებია მამაჩემი. ბედნიერი ვარ.


- ახლა რა პროგნოზს აკეთებენ ექიმები?

 

- ჯერჯერობით ვერაფერს. ჯერ ავარჯიშებენ, რომ მთლიანად მოხსნან აპარატიდან. საღამოობით მაინც რთავენ ერთი საათით. ალბათ, ჯერ ეს აუცილებელია. ორშაბათს ხელმეორე გამოკვლევებს გააკეთებენ და ახალი პროგნოზებიც მაშინ გახდება ცნობილი.



 

წყარო  dro24.com

 

 

 

 

big_banner
არქივი