logo_geo
რამაზ საყვარელიძე: მოდით, ამას თავისუფალ სიტყვას ნუ დავარქმევთ...
- +

29 მარტი. 2017. 19:12


 

„თავისუფალი სიტყვა ძალიან ძვირფასი და იშვიათი რამ არის მსოფლიო მედიაშიც", - აღნიშნა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.


„რუსთავი 2"-ს რუსთავიდან ვიცნობ, როდესაც ერთი ოთახი და ერთი კამერა ჰქონდათ. განვითარების პიკს მან  2003 წელს მიაღწია, იქამდე ძალიან დიდი ნახტომებით იზრდებოდა სწორედ იმის ხარჯზე, რომ ის იყო დეპოლიტიზირებული ტელევიზია. როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაინახა ამ ტელევიზიის ძალა, ტელევიზიის კონტროლი გადაწყვიტა. არ არსებობს სასამართლო, რომელიც დაადგენს, მედია ობიექტურია თუ არა. ამერიკის მედიასაშუალებები ლიბერალიზმის მომხრე არიან, რაზეც დონალდ ტრამპს  პრეტენზია აქვს, რადგან ის კონსერვატორია. მედიასაშუალების პოლიტიკაში ჩართვა ყოველთვის გულისხმობს საბოლოოდ პოლიტიკურ დაპირისპირებას.  ამ შემთხვევაში, რაც უფრო გაჯიუტდება მედია, მით უფრო მეტად პოლიტიზირებული გახდება. დღეს, საერთოდ არ მგონია, რომ თავისუფალ სიტყვაზეა საუბარი. ის, რომ არსებობდეს პარტიული მედია, გასაკვირი არაა, უბრალოდ, მოდით, ამას თავისუფალ სიტყვას ნუ დავარქმევთ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.




 

big_banner
არქივი