logo_geo
კახა კალაძე: ყვითელი „მარშრუტკები“ კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად, მიმდინარეობს განახლება
- +

23 ოქტომბერი. 2020. 15:05

 

 

„ყვითელი „მარშრუტკები“ კრიტიკას ვერ უძლებს და ყველა რესურსი ამოწურა. ეკოლოგიური თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას ქმნის, შესაბამისად, მიმდინარეობს განახლება და დღეს ორასი ერთეული მიკროავტობუსია შემოყვანილი. პირველ ეტაპზე სამასი ერთეული მოემსახურება თბილისს და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ჩანაცვლდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.  

 

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის და რეფორმის შედეგად, ქალაქში 1500-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს, რადგან მეტი საჭიროება არ არის, ეს რაოდენობა პირველ ეტაპზე დააახლოებით 3000-ს შეადგენდა.

 

„ჩვენს ქალაქში ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე ახალი, ყველაზე სუფთა და ყველაზე კომფორტული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ცნობისთვის, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე, ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა.

 

right_banner big_banner
არქივი