logo_geo
„ბასიანი“ ოპონენტებს პასუხობს
- +

30 მარტი. 2017. 13:34





„ბოლო პერიოდის განმავლობაში BASSIANI / HOROOM-ის წინააღმდეგ მიზანმიმართული და ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება. პროცესს სათავეში უდგანან ადამიანები, რომლებიც ხშირად გამოირჩევიან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, საეჭვო პოლიტიკური წარსულით, აქტივობებით, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით. ეს ადამიანები იდენტური შინაარსის ტექსტებს ავრცელებენ, რითიც აქეზებენ პოლიციასა და სხვადასხვა ჯგუფებს, რომ დაინტერესდნენ კლუბის ფუნქციონირებით", - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნული განცხადებით, „ბასიანი" მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერ სანდრო ბრეგაძესა და „თავისუფალი თაობის" ლიდერ ლადო სადღობელაშვილს პასუხობს.


„კლუბი BASSIANI / HOROOM შექმნის დღიდან თავისუფლების, თანასწორობის, ტოლერანტობის იდეაზეა დაფუძნებული და მხარს უჭერს ისეთ საზოგადოებრივ მოძრაობებს, რომლებიც ამ ღირებულებებს სოციუმში ფართოდ ავრცელებს - იქნება ეს „თეთრი ხმაურის მოძრაობა" - ჰუმანური და პრევენციული ნარკოპოლიტიკისთვის, თუ ქვიარ ფართების სერია HOROOM, რომელიც ჰომოფობიის, ჩაგვრისა და ძალადობრივი გარემოს დასაძლევი ინიციატივაა.

 

ცილისმწამებლური კამპანიის ავტორები სწორედ ამ კუთხით, ფაქტების განზრახ დამახინჯებითა და მისი აბსურდული ინტერპრეტაციებით მოქმედებენ.

 

მივიჩნევთ, რომ ეს არის მიზანმიმართული დარტყმა კლუბების მთავარ მონაპოვარსა და ღირებულებებზე - თავისუფლებასა და უსაფრთხო გარემოზე. იმავდროულად, წარმოებული კამპანია არის კლუბის საქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი.

 

BASSIANI / HOROOM, მსოფლიოს მასშტაბით მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, გამუდმებით არის საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ, ყოველ კვირას საუკეთესო არტისტებსა და ათასობით ადამიანს მასპინძლობს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

 

გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის, საკლუბო სფეროს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს. იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს წინსვლას - ვიზა-ლიბერალიზაციას მიაღწია, ამ დროს რეგრესული ძალების მსგავსი პროვოკაციული და ფორსირებული თავდასხმა, არა მხოლოდ საკლუბო სფეროს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მოპოვებულ წარმატებას და ზოგადად, სვლას ევროპული ღირებულებებისკენ.

 

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, არ დაუშვან რეგრესული ძალების მიერ BASSIANI / HOROOM-ის და ზოგადად თბილისის საკლუბო სცენის რეპუტაციის შელახვა. ცილისმწამებლებს კი მოუწევთ, მართლმსაჯულების წინაშე აგონ პასუხი", - ნათქვამია განცხადებაში.




 

big_banner
არქივი