logo_geo
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 12:57

 

 

„ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით სულ 758 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 678 შემთხვევა 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გამოვლინდა. რეგიონში კოვიდ 19-ს დღემდე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი