logo_geo
„ევროვიზია 2021“–ის ჩატარების წესები ცნობილია
- +

19 ნოემბერი. 2020. 10:53

 

 

სიმღერის საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია 2021“–თვის მონაწილეები ცოცხალ შესრულებას ფორს–მაჟორული ვითარებისთვის ჩაწერენ, რათა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ისინი თუ ვერ შეძლებენ როტერდამში ჩასვლას, კონკურსში საკუთარი მონაწილეობა გარანტირებული ჰქონდეთ, ნათქვამია კონკურსის ოფიციალურ გვერდზე.

 

„ევროვიზია 2021“–ის ორგანიზატორებმა ადრე განაცხადეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებული ნახევარფინალების წილისყრის შედეგებს შეინარჩუნებენ.

 

 „კონკურსის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია გაგიზიაროთ დეტალები იმასთან დაკავშირებით, მომავალი წლის კონკურსში მონაწილეები თუ როგორ მიიღებენ მონაწილეობას. თითოეული ქვეყნის მაუწყებელი საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლის ცოცხალ შესრულებას გადაიღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი კორონავირუსის გამო ვერ შეძლებს როტერდამში ჩამოსვლას ან მას საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

აღინიშნება, რომ კონკურსში მონაწილე ყველა მაუწყებელს შესთავაზებენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლის ცოცხლად შესრულება სტუდიაში ჩაწერონ. ჩანაწერი კონკურსის დაწყებამდე გაიგზავნება. ამასთან, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ჩანაწერი უნდა იყოს უნიკალური, მაყურებლის გარეშე და 2021 წლის მაისში დაგეგმილ კონკურსამდე არსად უნდა იყოს გამოქვეყნებული.

 

ორგანიზატორების თქმით, გამოსვლის ძველ ფორმატთან ერთად, კონკურსანტებს შესაძლებლობა ექნებათ სრულად წარმოაჩინონ საკუთარი ქვეყნის მხატვრული თავისუფლება, შემოქმედება, ამბიცია და სტილი. თუმცა, გადაღებისას ვირტუალური რეალობის, დრონებისა და სხვა ვიზუალური ეფექტების გამოყენება აკრძალულია.

 

ჩანაწერის გაკეთება ნებადართულია სამ დუბლად, ამისთვის 60 წუთია განსაზღვრული, რის შემდეგაც დელეგაციის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას მიიღებს თუ რომელი ვარიანტი გაიგზავნოს კონკურსზე.

 

როგორც ადრე ორგანიზატორები აცხადებდნენ, ამ მომენტისთვის „ევროვიზია 2021“–ის გამართვისთვის შესაძლო ოთხი სცენარი განიხილება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი ვარიანტით ჩატარდება კონკურსი, მომავალი წლის დასაწყისში იქნება ცნობილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი