logo_geo
თბილისში ცენტრალური პარკი გაშენდება
- +

2 აპრილი. 2017. 20:17



თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ თბილისში საქალაქო და საუბნო რეკრეაციული ზონების გაშენება იგეგმება.


ბოლქვაძის თქმით, დედაქალაქის ცენტრალური პარკი დიღმის ჭალების ტერიტორიაზე გაშენდება. მწვანე ზონის მოწყობა იგეგმება თემქაზე და დიდი დიღმის ტერიტორიაზეც.


„გეგმის მიხედვით, ქალაქში 3 სატრანსპორტო კორიდორი ჩამოყალიბდება. პირველი დიდი დიღმიდან სადგურის მოედნამდე, საბურთალოსა და თავისუფლების გავლით. მეორე გლდანი-მუხიანის ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპირომდე და მესამე ასევე მარცხენა სანაპიროდან სარკინიგზო არეალის გასწვრივ", - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.


Commersant-ის ინფორმაციით, კორიდორებში პირველ ეტაპზე დაგეგმილია ჩქარი ავტობუსების, სამომავლოდ კი ტრამვაის გამტარი ზოლის შექმნა. თბილისის მიწადმოქმედების გენერალური გეგმის სამუშაოები მაისში დასრულდება და ის 2030 წლამდე იქნება გაწერილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი