logo_geo
„ის ზოგს მათხოვარი, ზოგს გიჟი ეგონა“ – კაწკა, რომელიც პატრიარქის კურთხევით, მამა ვიტალის საფლავთან დაკრძალეს
- +

11 დეკემბერი. 2020. 19:36

 

 

ნეტარი ეკატერინა ქრისტესთვის სალოსი, რომელიც ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მსახურობდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. დღეს, გლახაკი ეკატერინე, პატრიარქის კურთხევით, ამავე ეკლესიის ეზოში, მამა ვიტალის საფლავთან ახლოს დაკრძალეს.

 

გლახაკი ეკატერინეს შესახებ, სავარაუდოდ, ბევრმა დღეს გაიგო. ინფორმაცია, მისი გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში გავრცელდა:

 

ბევრი არ ვიცნობდით ამ საოცარ ადამიანს, იმიტომ, რომ ნამდვილი გლახაკი იყო – “ქრისტესთვის სულელი”, ნამდვილები ჩუმად, უხმაუროდ ადიდებენ უფალს.

 

ისინი ჩვენს გარშემო არიან, ჩვენ კი, ვერ ვხედავთ მათ.

 

 

მოსიარულე და თაგანწირული სიყვარულის მაგალითი. „უცნაურ საქციელში” დაფარული დიდი სიბრძნე და უღალატო ნუგეში.

 

უმეტესობას, უბრალო მათხოვარი, ზოგს გიჟი ეგონა, ცოტამ თუ იცოდა, რას მალავდა ეს ადამიანი, საკუთარი უცნაურობების მიღმა.

 

მოგონებები გლახაკი ეკატერინეს შესახებ, რომლის შესახებ ბევრმა დღეს გავიგეთ:

 

“ერთხელ ნაყინს ჭამდა თავის ნაკბეჩი მოაგლიჯა და მომაწოდა, თან ჩუმად მიყურებდა რას ვიზავდი, რო. არ წყენოდა გამოვართვი და შევჭამე, ძალიან გაუხარდა”.

 

 

“ცუდი ისარის რომ ამდენ სიკარგეს გარდაცვალების შემდეგ ვიგებთ, ზაფხულში მწვანე დუტის ქურთუკით მოვიდა ჩემთან ახლოს ტაძარში, მომეფერა და ჩამეხუტა.

 

არ მინდოდა მისი მოფერება და განრიდება ვცადე, არვიცოდი ვინიყო , ძალიან ვნანობ და განვიცდი, იქნებ მომიტევოს ჩემი უგუნური საქციელი”.

 

 

“ძალიან საყვარელი იყო. ვიცოდი ვინც იყო და რა მადლსაც ატარებდა. გაგონილი მქონდა ყველასგან არ იღებდა შესაწირს .ერთხელ მივაწოდე და მიყურა 2 წუთი და შემდეგ მოკრძალებით გამომართვა მიმანიშნა მივხვდი”.

 

„განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები, დიდი სითბოთი და სიყვარულით ლოცავდა მათ”.

 

“ტაძრის სტუმარი აუცილებლად შეამჩნევდა უცნაურ ბებოს, კატიას, რომელიც ხან თავისთვის ჩუმად ლოცულობდა, ხანაც ჩხუბით და ხმაურით დარბოდა და სხვადასხვანაირ უცნაურობებს ჩადიოდა..”.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი