logo_geo
კიკეთის ეკლესიამ 50 ადგილობრივ ოჯახს მოსაშენებლად ხბოები უყიდა
- +

6 აპრილი. 2017. 02:04



კიკეთის ეკლესიამ 50 ადგილობრივ ოჯახს მოსაშენებლად ხბოები უყიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" კიკეთის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მათ სხვადასხვა სოფლებიდან 50 სხვადასხვა ჯიშის ხბო შეიძინეს და ხბოს მოშენების მურველებს ხვალ კიკეთში, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცემენ.


„საქონელი დანომრილია და ვინმეს გული რომ არ დაწყდეს, კენჭისყრით შეხვდებათ ნომრის შესაბამისი საქონელი. მოსახლეობასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ საქონელს არ დაკლავენ და სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენებენ. გაამრავლებენ და რძის პროდუქტით ისარგებლებენ. კიკეთის მოსახლეობა ტრადიციულად მესაქონლეობას მისდევდა. სოფელი ამით ცხოვრობდა და იქ ადრე მეურნეობაც იყო. რაღაც პერიოდში სოფელში მოსახლეობაც შემცირდა და საქონელიც გაწყდა. დარჩენილი ნაწილი, ვისაც კიდევ ჰყავს საქონელი, გვინდა რომ გაძლიერდეს", _ განაცხადა მამა ანდრიამ.


მისივე თქმით, ეკლესიამ კიკეთის მოსახლეობას გასულ წელს 33 ხბო გადასცა. კიკეთის ტაძარი ამ აქციების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი