logo_geo
ნინი ქარსელაძე: ზურა ისეთ დეპრესიაში ჩამივარდა, რომ აქეთ ხათუნას ვუვლიდი, იქეთ ზურას ფეხზე დაყენებას ვცდილობდი
- +

18 დეკემბერი. 2020. 23:47

 

 

 

ნინი ქარსელაძე დიდი ხანია რაც მედიაში არ გამოჩენილა. დედის ავადმყოფობის შემდეგ ჟურნალისტებთან ურთიერთობას თავს არიდებს. ამჯერად დუმილი რადიო "ფორტუნა პლუსის" გადაცემა "ვიზიტორში" დაარღვია და ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა

 

- ხათუნას ამბების შემდეგ სხვანაირი გავხდი, ვცდილობ ჩრდილში ვიყო მიმალულად. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ერთი ესემესი მაინც გამოგვიგზავნა, თქვენ ჩვენ ძალიან დაგვეხმარეთ. აი ცოტა დავაყენო ფეხზე ხათუნა და შემდეგ ჩავებმები ისევ აქტიურად ყველაფერში. ზურას უფრო მეტად აქვს ემოციური ფონი, მე უფრო ბევრ რამეში გამოვიწრთე.

ხათუნას დიაგნოზი ყველამ სხვადასხვანაირად მიიღო. ისე ღრმად არავინ იცოდა ყველაფერი, როგორც მე. ონკოლოგიურ თემებში თავიდან ბოლომდე გავერკვიე, დისერტაციის დაცვაც კი შემიძლია უკვე ამ თემაზე. ზურა ისეთ დეპრესიაში ჩამივარდა, რომ აქეთ ხათუნას ვუვლიდი, იქეთ ზურას ფეხზე დაყენებას ვცდილობდი. ყველაზე ძლიერი მე აღმოვჩნდი, არადა მთელი ცხოვრება იმას ვამბობდი, რომ სუსტი ფსიქიკა მქონდა. მე მგონი ჩემს ოჯახში ყველაზე მყარი ფსიქიკა მე აღმომაჩნდა. უცნაურად ჟღერს, ღმერთს მადლობა ამ განსაცდელისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გადავაფასე. პირველი ის არის, რომ მივედი ღმერთთან, ეკლესიაში მივედი და ამ ყველაფრის დამსახურებით გავიარე ეს განსაცდელი. სწორი გამონათქვამი ყოფილა, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს. იმაზე ძლიერი გავხდი, ვიდრე ოდესმე ვინატრებდი. ჯერ კიდევ დიდი პროცესი გვაქვს გასავლელი, რომ ეს დაავადება საბოლოოდ დავამარცხოთ, მაგრამ შედეგი ძალიან კარგი გვაქვს ამ ეტაპისთვის, მადლობა ღმერთს. ძალიან რთული პერიოდი იყო, მამაჩემის გასვენებიდან ზუსტად ერთ კვირაში გავიგე დედაჩემის დიაგნოზი. თქვენი ეთერის საშუალებით ყველა ონკოლოგიურ პაციენტს მინდა მივმართო, რომ რა დიაგნოზითაც არ უნდა წამოხვიდეთ ექიმისგან, იცოდეთ, რომ რწმენით ყველაფრის დამარცხება შეიძლება, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

 

- როგორ გაიგო ხათუნამ ეს ამბავი პირველად?

 

პირველად თავის ცხოვრებაში გულ-მკერდის ტომოგრაფიაზე მარტო წავიდა, მე ვერ წავყევი, შეუძლოდ ვიყავი და მას უთხრეს პირდაპირ. როდესაც ბიოფსია უხსენეს, მიხვდა, რომ არ იყო კარგად საქმე. თუმცა ყველაფერს ვუმალავდით, 6 ქიმია ისე გავუკეთეთ, რომ არაფერი იცოდა. ეგონა, რომ უბრალოდ საწყისი ეტაპი იყო ამ დაავადების. ყველამ იცოდა ის, რაც ხათუნას უნდა სცოდნოდა. როგორც კი დაიწყო ფეისბუქზე აქტიურობა ნინიმ მას ის გაუუქმა. ერთი თვეა მეუბნება, აღმიდგინე სოციალური ქსელიო. ცოტა ხანი მირჩევნია ასე იყოს. მისთვის უკეთესია. დღეს უკვე ნორმალურადაა, გადავედით არასტანდარტულ მედიცინაზე. კომპლექსურად ვმკურნალობთ. უკვე ვეღარ მიტანს მგონი. მთავარია, რომ ის სიცოცხლისუნარიანი გახდა. მაისის ჩათვლით სრულიად უკონტაქტოდ იყო. ზოგადად მას ძალიან ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, ამ ამბამდე ექიმთან არასდროს ყოფილა. არ მეგონა რომ ზურას ასე გაუჭირდებოდა. ზურას ფსიქოლოგი ვიყავი პირადი. შემდგომ ხათუნას განწყობამ მასზეც იმოქმედა და დეპრესიაც დავამარცხეთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი