logo_geo
თბილისის მოსახლეობის 64% თვლის, რომ მწეველებისთვის სპეციალური ზონები უნდა გამოიყოს
- +

7 აპრილი. 2017. 03:46


 


პარლამენტმა 6 აპრილს „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, რომლის თანახმადაც დახურულ შენობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა 2018 წლის მაისიდან აიკრძალება. ასევე აიკრძალება თამბაქოს ყველა სახის რეკლამა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილას.


„ეისითი" დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს თბილისის მოსახლეობა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით.


თბილისელების მეოთხედი (26%) თვლის, რომ მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს შენობებში და საზ. თავშეყრის ადგილებში. დიდი უმრავლესობა (64%) კი ფიქრობს, რომ შენობებში და საზ. თავშეყრის ადგილებში უნდა გამოიყოს სპეციალური ზონები მწეველებისთვის. მხოლოდ 10% თვლის, რომ თამბაქოს მოხმარება საერთოდ არ უნდა შეიზღუდოს.

 

თბილისის მოსახლეობის 31% თამბაქოს მომხმარებელია. თბილისელი ქალების 18% ეწევა სიგარეტს, ხოლო კაცების 48%.

 


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი