logo_geo
„მიიღე მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში“ – გამოკითხული მოსახლეობა ქვეყნის პრიორიტეტად კულტურას ასახელებს
- +

7 აპრილი. 2017. 12:20



„მიიღე მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში - განსაზღვრე პრიორიტეტული მიმართულებები" - აღნიშნული სლოგანით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოსახლეობის გამოკითხვას ატარებს.


„გადაადგილეთ მართხკუთხედები ისე, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მოექცეს სიის სათავეში, ხოლო ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტული მიმართულება - სიის ბოლოს;

 

შედეგის დასაფიქსირებლად გამოიყენეთ შეფასების ღილაკი;

 

თქვენი შეფასება აისახება საერთო შედეგებში, რომელიც ვიზუალურად წარმოდგენილია დიაგრამების სახით", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ განთავსებულ ინფორმაციაში.


როგორც ირკვევა, ამ დროისთვის გამოკითხვაში მონაწილეობა 1209 რესპონდენტმა მიიღო. მათი უმრავლესობა, 16,4 % მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულება კულტურა უნდა იყოს. 




დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ საიტს: http://survey.mof.ge/





 

big_banner
არქივი