logo_geo
ლალი მოროშკინა: მეორედ მოსვლა მაინცდამაინც ის კი არ არის, რომ ცა გაიპოს, ეს არის მეორედ მოსვლა
- +

31 დეკემბერი. 2020. 02:22

 

 

„ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა, რა გააკეთა როცა ორი მაღალი იერარქიის სტუმრები მიიღო, ერთი იყო პომპეო და მეორე ჰანს კლუგე, არცერთ შეხვედრაზე არ ეკეთა პირბადე. ვერც გაუბედეს თქმა. დარწმუნებული ვარ, ჩემი პატრიარქი პირბადეს არ გაიკეთებს!“, - ამის შესახებ ფარიკაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ლალი მოროშკინამ „ალიას“ განუცხადა.

 

„როდესაც ესაბრებოდნენ სტუმრები პანდემიაზე, პატრიარქი მიუტრიალდა და უთხრა, რომ ამის განკურნება შეიძლება მელოდიით, გალობა არის მთავარი თერაპია. მეტი რა ქნას, რა ენაზე დაგველაპარაკოს? მეორედ მოსვლაზე რომ საუბრობდა და ქილიკი ატყდა, მეორედ მოსვლა მაინცდამაინც ის კი არ არის, რომ ცა გაიპოს, ეს არის მეორედ მოსვლა, ადამიანები ლაგდებიან სიკეთის და ბოროტების მხარეს.

 

ჩემთვის 2020 არის ყველაზე კარგი და სასურველი წელია. მე შევამოწმე რწმენა ჩემში, 51 წლის გავხდი და ჩემ თავს დავუსვი შეკითხვა, რისი უფრო გეშინია? და მივხვდი, რომ ღმერთის გარეშე დარჩენის უფრო მეშინია, ვიდრე ავადმყოფობის. პირველად ჩემ ცხოვრებაში აღდგომას ფეხით შორს წავედი მონასტერში და აღარ გამომიტოვებია არც ერთი დღესასწაული. მივხვდი, რომ ახლა სჭირდება ღმერთს ჯარისკაცები, რომლებიც ეტყვიან, რაც იქნება იქნება, ერთხელ ვცოცხლობ, ერთხელ მოვკვდები“, - ამბობს მოროშკინა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი